სიახლეები

რას უნდა ველოდოთ Apple-ის დღევანდელი პრეზენტაციისაგან

114views

დღეს Apple წარმოადგენს iPad-ების ახალ თაობას. და ტრადიციულად არც არავინ იცის, თუ რა სიახლეები იქნება დამატებული ამ ახალ მოწყობილობაში. ინტერნეტი კიდევ როგორც ყოველთვის სავსეა ათასგვარი ჭორით ამ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არაერთგზის წაგიკითხავთ ასეთი ტიპის ჭორები, მე კიდევ დღეს შევეცდები ერთად შევკრიბო ისინი, პრეზენტაციის წინ, რათა სულ რამდენიმე საათSი დავადასტურო, ან უარვყო.

დავიწყოთ დასახელებით. iPad 3 როგორც ჩანს მიიღებს ახალ სახელს — iPad HD. რატომ? საქმე იმაშია, რომ მოარული ხმების თანახმად მოწყობილობის ახალი ვერსია მიღებს ახალ ეკრანს. გარჩევადობით 2048×1536, ნაცვლად ამჟამინდელი 1024×768-ისა. შედეგი იქნება ისეთი, როგორც ეს ოდესღაც სტივ ჯობსმა თქვა Mac OS X-ის ახალ ინტერფეისზე „Aqua“: „თქვენ მოგინდებათ მისი ალოკვა“.

ბადრო, კი არადა ბირთვი. ახალ iPad-ში ველოდებით ბირთვების გაორმაგებას, ანუ დღევანდელი ორი ბირთვიდან ოთხამდე ასვლას. ახალი პროცესორი, რომელმაც ეს უნდა უზრუნველყოს იქნება A6, ან A5X, ჯერ არ ვიცით, თუ რას დაარქმევენ.

თუ თქვენთვის 3G მობილური ინტერნეტი ნელია, მაშინ მოდით შევეგებოთ მეოთხე თაობის LTE-ქსელების მხარდაჭერას. მართალია რამდენადაც მე ვიცი საქართველოში არ არის ასეთი ქსელი (თუ არის?), მაგრამ დარჩენილ ცივილიზირებულ სამყაროში არის და ფრიად კარგი იქნება ამ ქსელის მხარდაჭერა iPad-ის ახალ მოდელში.

იმისათვის, რომ მოწყობილობამ ასეთი ეკრანით, ოთხი ბირთვით და LTE-ქსელების მხარდაჭერით 5 წუთზე მეტი ხანი იმუშაოს ავტონომიურად, საჭიროა ახალი აკუმულატორი. ამიტომ არის ვარაუდი, რომ ახალ iPad-ში უფრო მოცულობითი აკუმულატორი იქნება, რის გამოც მოწყობილობის სისქე ცოტათი მოიმატებს.

ახლა გადავიდეთ იმაზე, რაც ახლანდელ iPad-ს მართლა ცუდი აქვს. კამერაზე ვსუბრობ. რათქმაუნდა iPad-ით ფოტოების გადაღება რბილად რომ ვთქვათ უცნაურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობაში ასეთი ცუდი ხარისხის კამერა იდგეს. ამიტომ მგონია, რომ ახალ მოდელში იქნება ახალი კამერა, რომელიც შედარებით უკეთეს სურათს გადაიღებს.

მოდით ბარემ ფასზეც ვისაუბროთ. იყო ჭორები, რომ ახალი მოდელი უფრო ძვირი ეღირებოდა. შესაძლო ვარიანტია, მაგრამ მაინც მგონია, რომ Apple იგივე ფასს დატოვებს და აი რატომ. მაღალგარჩევადობის მქონე ეკრანით, ოთხი ბირთვით, LTE-ქსელების მხარდაჭერით, ავტონომიურად მუშაობის იგივე დროით და ძველი ფასით Apple დიდ დარტყმას მიაყენებს კონკურენტებს, რომლებიც ამ დარტყმას ალბათ სექტემბერ-ოქტომბრისთვის თუ მოინელებენ და მოცოცხლდებიან. აი შემდეგ კი კვლავ წამოვა ჭორების ახალი ნაკადი, მაგრამ ამჯერად iPad 4-ზე. iPad 2 სავარაუდოდ კვლავ დარჩება გაყიდვაში, მაგრამ 100-200 დოლარით ნაკლებ ფასად, რითაც Apple თავისთან დაიტოვებს მყიდველთა იმ ნაწილს, რომელსაც დაბალი ფასის გამო Android-ზე გადასვლა მოუნდება.

ასეა თუ ისე, ამ ყველაფერს ჩვენ გავიგებთ 8 საათის შემდეგ. ამისათვის კი ვუსმენთ რადიო BeatFM-ს ტალღაზე 100.3 თუ რადიო-მიმღები არ გაქვთ, შევდივართ საიტზე: www.beatfm.ge მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, აუდიო ტრანსალციის გარდა, ჩვენ მოვამზადეთ ტექსტური ტრანალაციაც მისამართზე: www.go.ge/live გადაცემაში მოწვეულები არიან ცნობილი ქართველი მაკისტები, ჩემი აზრით ფრიად საინტერესო გადაცემა გველოდება.

დარჩით ჩვენთან, ახალი iPad მოდის!

Comments

comments

Leave a Response