ძვირფასო მეგობრებო! ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ ორიოდე დღეში კომპანია Apple ჩაატარებს 2012 წლის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სპეციალურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი iPad 3 და არა მარტო ის…
თუ რა იქნება კიდევ წარმოდგენილი, თუ რითი აპირებენ Apple და ბატონი ტიმ კუკი ჩვენს გაკვირვებას, გაოცებას, ჯერ არ ვიცით. არსებობს ბევრი ჭორი და მითქმა-მოთქმა. როგორც ყოველთვის, Apple ზეგასაიდუმლებულს ხდის თავისი ახალი პროდუქტის გამოსვლას. შედეგად მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ძალ-ღონეს არ იშრებენ, რათა გამოიცნონ ახალი პროდუქტის არსი, მისი ტექნიკური მახასიათებლები და ა.შ.
ამასთან ერთად უნდა გითხრათ, რომ არსებობს უკვე დიდი ხნის ტრადიცია, Apple საკონფერენციო დარბაზიდან ტექსტური ტრანსლაციის წაყვანისა. რა არის ეს? ღონისძებაზე მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ ცოცხლად მოგვაწოდონ დარბაზიდან ფოტო მასალა და აგრეთვე ღონისძიებაზე გამომსვლელთა საუბრის ტექსტური ჩანაწერი.
სამწუხაროდ და ჯერ-ჯერობით ჩენ არ ვართ იმ ჟურნალისტთა სიაში, ვისაც წილად ხვდა პატივი მიწვეული იყოს ამ ღონისძიებაზე. თუმცა ეს დროის ამბავია და ოდესმე ჩვენც მოვხვდებით იქ.
მანამდე საქართველოში პირველად ჩვენ გთავაზობთ Apple-ის 7 მარტის სპეციალური ღონისძიების ცოცხალ აუდიო და ტექსტურ ტრანსალციას.
აი როგორ მოხდება ეს. თქვენი მონა-მორჩილი და ბატონი მირიან ქორიძე, რადიო BeatFM 100.3 გადაცემა „ბეტა-ვერსიის“ წამყვანი ვიქნებით რადიო ეთერში ტალღაზე 100.3 და ცოცხლად წავიყვანთ „ბეტა-ვერსიის“ სპეციალურ გამოშვებას. გადაცემა დაიწყება 22 საათზე თბილისის დროით, არ გამოტოვოთ.
ამავდროულად ჩვენი ბლოგის სპეციალურ გვერდზე www.go.ge/live ხელმისწვდომი იქნება სპეციალური ღონისძების ტექსტური ვერსია, ისიც ცოცხალ ეთერში.
ასე რომ შემოგვიერთდით ჩვენს ბლოგზე www.go.ge/live და რადიო BeatFM-ის ეთერში!
დარჩით ჩვენთან!