კორპორაცია SanDisk, ფლეშ-მეხსიერების ბაზრის ლიდერი, გვატყობინებს მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის NAND-მეხსიერების შექმნის შესახებ, რომელიც 128 გიგაბიტის მოცულობისაა. ახალი მიკროსქემაზე შესაძლებელია 128 მილიარდი ბიტი ინფორმაციის შენახვა 177 მმ2 ფართობზე — ეს ერთ ცენტიანი მონეტის ფართობზე ნაკლებია.
NAND-მეხსიერების გამოყენება მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებში, როგორებიცაა სმარტფონები, პლანშეტები და მყარსხეულიანი დამგროვებლები (SSD), საშუალებას იძლევა მივაღწიოთ მაღალ ფუქნციონირებას მცირე ზომებშიც, შედეგად — მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ბაზარზე გამოიტანონ უფრო მძლავრი კომპიუტერები, კავშირგაბმულობის მოწყობილობები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა წარმოებაზე ხარჯების ზრდის გარეშე.
SanDisk-ის ახალი, 128 გბიტიანი მოდული იწარმოება უახლესი 19 ნანომეტრიანი ტექ. პროცესით. ნანომეტრი მეტრის ერთი მემილიარდედია, ანუ ადამიანი თმის ღერზე შესაძლებელია ჩიპის 3000 ბილიკის დატევა. ახალი მოდულს საფუძველში უდევს ტექნოლოგია „სამი ბიტი უჯრედში“, ესეც SanDisk-ის ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას NAND-მოდულები თითო უჯრაში სამი ბიტის ჩაწერის შესაძლებლობით.
„ამდენად რთული მოდულის შექმნა დიდი მიღწევაა“, — განაცხადა მეჰრდად მოდიფიმ, მეხსიერების მოდულების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. — „ეს ინოვაციური პროდუქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს კორპორაცია SanDisk-ის უპირატესობას. ახლა ჩვენი კლიენტები შესაძლებლობას იღებენ შექმნან უფრო კომპაქტური და წარმადი მოწყობილობები, ამავდროულად საწარმოო ხარჯების გაზრდის გარეშე.
128 გბიტიანი NAND-მეხსიერება შეიქმნა კომპანიების SanDisk და Toshiba-ს თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც მუშაობდნენ საერთო პროექტზე SanDisk-ის შტაბ-ბინაში მილპიტასში. პროექტს ხელმძღვანელობდა იან ლი (Yan Li), SanDisk-ის მეხსიერების მოდულების წარმოების დირექტორი. პროდუქციის პირველი პარტია მყიდველებს გასული წლის ბოლოს მიეწოდა, ხოლო დღეისათვის უკვე დაწყებულია ამ მოდულების წარმოების მსხვილმაშტაბიანი პროცესი. ამის გარდა კომპანიამ SanDisk შექმნა კიდევ ერთი პროდუქტი — მოდული X3 NAND 64 გბიტი მოცულობით, რომელიც თავსებადია microSD ფორმატთან. ეს მოდულებიც ასევე ჩაშვებულია წარმოებაში.
NAND ფლეშ-მეხსიერება გამოიყენება მონაცემთა შენახვის საიმედო და კომპაქტური მოდულების შექმნისას, რომლებსაც კომპანია SanDisk სთავაზობს OEM-მწარმოებლებს სმარტფონების, პლანშეტებისა და ულტრაბუკების შექმნისას. ამის გარდა, აღნიშNული ტექნოლოგია გამოიყენება პროდუქტებში, რომლებსაც SanDisk აწარმოებს და ყიდის თვითონვე, კერძოდ, ფოტოაპარატების და მობილური მოწყობილობების მეხსერების ბარათებში, USB-დამგროვებლებში და mp3-დამკვრელებში.
წყარო: SanDisk