სერიოზულ IT-კომპანიებსაც ხანდახან მოსდით იაღლიშები, რომლებსაც იქამდე მივყავართ, რომ პროდუქტები, რომელთა გამოშვებაც დაგეგმილია კონკრეტული თარიღისათვის, უფრო ადრე გამოდის.
საუბარია Adobe-ს ახალ აპლიკაციაზე Photoshop Touch iPad-ისათვის. გუშინ ის სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა App Store-ის ახალ ზელანდიურ ფილიალში და ასევე სწრაფად გაქრა ვირტუალური მაღაზიიდან. თუმცა ზოგიერთმა მომხმარებელმა მოასწრო ამ აპლიკაციის შეძენა 9,99 დოლარად. საბოლოოდ პროგრამა ამ დილით გამოვიდა ოფიციალურად გაყიდვაში და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ვნახოთ, თუ რისი მაქნისია ის.
Photoshop Touch — მობილური გრაფიკული ბრაუზერი, ფაილების დამთვალიერებელი, კონვერტორი და რედაქტორია მარტივი ინტერფეისით და ფუქნციების საუცხოო ნაკრებით. სიახლე მხარს უჭერს რედაქტირების ყველა ძირითად ფუქნციას: ზომის შეცვლა, ჩამოჭრა, სახელის გადარქმევა, ფერთა და განათების კორექცია და სხვა.
Adobe Photoshop Touch-ის თავისებურებები iPad 2:
- Photoshop-ის სამაგიდო ვერსიის პოპულარული ფუქნციების გამოყენების შესაძლებლობა: ფენები, ხელსაწყოები, პარამეტრები, ფილტრები;
- პლანშეტის კამერის გამოყენება გამოსახულების არეების შესავსებად;
- ხელსაწყო Scribble გამოსახულების ნაწილის გამოსაყოფად, აგრეთვე Refine Edge — ფოტოს ელემენტების ზუსტი მონიშვნისათვის;
- Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით გამოსახულებების ძებნა და შეძენა;
- სურათების Facebook-ში გამოქვეყნება და ამ სურათებზე კომენტარების ნახვა აპლიკაციაში;
- ჩადგმული გალერეა და პროგრამასთან მუშაობის დეტალური სახელმძღვანელო;
- სურათების უსადენო ბეჭდვა AirPrint-ის ფუნქციის გამოყენებით;
- პროექტების Adobe Creative ღრუბელში ატვირთვა და ამ ფაილებთან Photoshop CS5-იდან წვდომა;
- გამოსახულების მაქსიმალური ზომა 1600 x 1600.
Photoshop Touch თავსებადია მხოლოდ iPad-ის მეორე თაობის პლანშეტებთან და საოპერაციო სისტემა iOS 5-თან.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=w7P09raPIHQ[/youtube]
გადმოტვირთეთ Photoshop Touch iPad 2-ისათვის [iTunes]
წყარო: engadget.com