გუშინ კომპანია Microsoft-მა საკმაოდ დეტალურად აგვიხსნა და წარმოგვიდგინა მათი ღრუბლოვანი სერვისი SkyDrive, რომელიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში მყოფი Windows 8-ის შემადგენელი ნაწილი გახდება. მთელი 2012 წლის განმავლობაში Microsoft გააუმჯობესებს და სრულყოფილს გახდის SkyDrive-ს, რათა ის გახდეს „მთელი სამყაროს ხისტი დისკი“ (world’s hard drive).
პირველი, რაც მოსალოდნელია — SkyDrive-ს, ისევე როგორც Windows 8-ის სხვა სისტემურ აპლიკაციას, ექნება Metro-ინტერფეისი. თუ როგორ გამოიყურება ეს, ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სურათებზე.
SkyDrive-ის მუშაობის არანაკლებ მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ სერვისი ავტომატურად იქნება ხელმისაწვდომი სისტემაში ნებისმიერი ოპერაციებისათვის ფაილებზე: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაილის შენახვის დიალოგურ სარკმელში არ იქნება პრინციპული სხვაობა, თუ სად შეინახავთ ფაილს — ლოკალურ დისკზე, თუ „ღუბელში“. სურათზე მოცემულია SkyDrive-ის შიგთავსი Windows Explorer-ში:
განსაკუთრებით ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ დეველოპერისათვის არ იქნება საჭრო „ღრუბლოვანი“ ოპერაციების მხარდაჭერა, ვინაიდან ამას უშუალოდ სისტემა გააკეთებს. SkyDrive-ში ფაილების გაზიარება ძალიან ადვილი იქნება — ელფოსტის საშუალებით, მაგალითად. ამ დროს წერილში დამატებული დანართების რაოდენობა არ არის არაფრით შეზღუდული, ფაქტიურად თქვენ წერილით მხოლოდ ბმულებს აგზავნით საჭირო ფაილებზე.
SkyDrive-ს ასევე ექნება ჩვეულებრივი აპლიკაციის სახეც: სულ 5 მბაიტს დაიკავებს ის საოპერაციო სისტემაში, სწრაფად დადგება და იმუშავებს დაახლოებით როგორც DropBox — არჩეული იქნება საქაღალდე სინქრონიზაციებისათვის, სადაც დაკოპირდება გასაზიარებელი ფაილი. ქვემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია წარმადობის მონიტორის აპლიკაცია, სადაც ნაჩვენებია 500 მბაიტიანი ფაილის გადაცემის დროს სისტემის დატვირთვა:
დაგრჩათ სახლის კომპიუტერში რამე? ამისთვისაც არის ფუქნცია SkyDrive-ში. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დისტანციურად შეხვიდეთ თქვენს კომპიუტერში სხვა კომპიუტერიდან, დააკოპიროთ სასურველი ფაილი ღრუბელში და მიიღოთ წვდომა ამ ფაილზე:
დისტანციური წვდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმი, როდესაც წვდომისათვის სისტემას ესაჭიროება ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი მიიღებს დამოწმების კოდს და ამ კოდს შეიტანს ერთ-ერთ ველში.
მაშასადამე, როგორც ჩანს, Microsoft-მა საკმაოდ დიდი საქმე გასწია მომავალ საოპერაციო სისტემაში ღრუბლოვანი სერვისის ჩასამატებლად. და როგორც თვითონ Microsoft იძახის — „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
წყარო: engadget.com & wired.com