სიახლეები

მოგონებები მომავალზე: iTunes Store-ს რედიზაინი

121views

Apple არასოდეს უთმობს სხვებს პოზიციებს ციფრული მუსიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე და ამიტომაც ახლო მომავალში აპირებს საკუთარი სერვისის iTunes Store-ის მაშტაბურ რედიზაინს. ბოლოს ეს სამი წლის წინ მოხდა, როდესაც 2009 წლის შემოდგომაზე ჩვეულებრივ ცისფერ ტონებში გაფორმებამ ადგილი დაუთმო თერთ ფონს.

თუ რა სახის სიახლეები გველოდება ახალ iTS-ში — ჯერ-ჯერობით არავისთვის არ არის ცნობილი. მიმოხილველები მხოლოდ თეორიულად მსჯელობენ ინტერაქტიულობაზე, ძებნის ეფექტურობასა და iOS-ის აპლიკაციების საკმაოდ ჩანაგვიანებულ კატალოგზე. ახალი iTS-ის გამოსვლის თარიღიც მოიაზრება სადღაც OS X 10.8 გამოსვლისათვის.

მართალია, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რომ დაველოდოთ სექტემბერს: როგორც წესი ამ თვეში ხდება ხოლმე Apple-ის მუსიკალური მიმართლებით სიახლეების გამოტანა საჯაროდ.

წყარო: 9 to 5 Mac

Comments

comments

Leave a Response