სიახლეები

სტივ ჯობსის გამოსვლები — ერთ გვერდზე

199views

სტივ ჯობსს მრავალი რამისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ რასაც ვერ დაუკარგავ, ეს მისი სიტყვით გამოსვლის ოსტატობაა. რეპეტიცია გავლილი, თუ მის გარეშე, მისი გამოსვლები ყოველთვის უმაღლეს დონეზე ტარდებოდა.

სტივი არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს პუბლიკის წინაშე, არ იბნეოდა, თუ რამე არ გამოდიოდა შესაბამისად. ამასთან ერთად, მისი ინტერვიუების ჩანაწერები მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო მეტი იცით მის შესახებ. გინდ დაიჯერეთ, გინდ — არა, მაგრამ აიზექსონის ბიოგრაფიული წიგნის შემდეგ ჯობსის პრეზენტაციები კიდევ უფრო საინტერესო გახდა. მაყურებლის ტვინი აფიქსირებს ყველაფერს: სიარულის მანერას, ფრაზებს, ჟესტებს და უკავშირებს მათ წიგნში წაკითხულთან. უყურებ რომელიმე პრეზენტაციას და უნებლიედ აფიქსირებ შენთვის: „აი, ეს უკვე თქვა 2007 წელს… აი ახლა იგულისხმა 90-იანი წლების ისტორია… ახლა იგივე ილეთი გამოიყენა, როგორც iPod-ის პირველ პრეზენტაციაზე“, — სია უსასრულობამდე შეგვიძლია განვაგრძოთ.

პოპულარობა ნიშნავს თაყვანისმცემელთა დიდ რაოდენობას, თითოეული მათგანი მზადაა სხვებს გაუზიაროს სტივის შესახებ რაიმე. მათ შორის — ვიდეო-ჩანაწერები. შეიტანეთ YouTube-ის ძებნაში „Steve Jobs“ და 60 000 ვიდეო-რგოლი დაგხვდებათ. მართალია მათ შორის ძალიან ბევრი დუბლია. გამოსავალი ერთია, საჭიროა ცალკე კოლექცია. და ის არსებობს.

აი ბმული. მასზე გადასვლით მოხვდებით ვებ-გვერდზე, სადაც თავმოყრილია სტივ ჯობსის გამოსვლები. ჩანაწერები ბევრია — ოთხმოციანი, ოთხმოცდაათიანი და ორიათასიანი წლებიდან, ინტერვიუები და პრეზენტაციები, სამოყვარულო რგოლები და დოკუმენტური ფილმები. ეს არ არის სრული კოლექცია, მაგრამ მართლა კარგი კოლექციაა.

თუ თქვენ ჩემსავით სტივ ჯობსის თავგადამკვდარი ფანი ხართ, უთუოდ მოგეწონებათ აღნიშნული რესურსი.

წყარო: 9to5mac

Comments

comments

Leave a Response