ბოლო დროს მომრავლდა iOS-ის მართვადი, სხვადასხვა ტიპის ფრინავი, მცურავი და მოძრავი მოწყობილობა, მაგრამ Stunt Car Racer მათ ფონზე ნამდვილად გამოიყოფა.
Stunt Car Racer — სარბოლო მანქანაა, რომელიც iOS-ით იმართება და შექმნილია ლეგენდარული iHelicopter-ის ავტორების მიერ. ამ სათამაშოს „მუღამი“ არა მარტო მოსახერხებელ მართვაშია, არამედ ძალიან ხარისხიან კონსტრუქციაშიც. პრინციპში ის სწორად ამისათვის შეიქმნა — გაეძლო დიდი დატვირთვებისათვის: Stunt Car Racer ასრულებს ბევრ სტიუკს და ეს მართლაც შთამბეჭდავია!
სიგნალი Stunt Car Racer-ს რადიოსიხშირით გადაეცემა, ამიტომ კომპლექტში არის iOS-მოწყობილობისათვის შესაბამისი გადამცემი. მოქმედების რადიუსი 20 მეტრს შეადგენს, ხოლო აკუმულატორის მუხტი მანქანის 15 წუთით და რადიო გადამცემის 1 საათით სამუშაოდ საკმარისია.
Stunt Car Racer-ის ფასი 50 დოლარს შეადგენს, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიწოდება უფასოა.
წყარო: iHelicopters
P.S. ეს სტატია საიუბილეოა, მეათასე გახლავთ!