სერვისმა iCloud, რომელიც ოთხი თვის წინ გაეშვა, საკმაოდ სწრაფად მოიპოვა მომხმარებლების სიმპათიები, ყოველ შემთხვევაში ასე წარმოგვიდგენს სურათს Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი.
სამი კვირის წინ, ფინანსური ანგარიშგების დროს, კუკმა გავმცნო, რომ iCloud-ის მომხმარებელთა რაოდენობა 85 მილიონი იყო, ხოლო რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში მან დაასახელა უკვე 100 მილიონი მომხმარებელი. ამგვარად, თუ ბოლო მონაცემები სწორია, 21 დღეშ მატებამ 17,6% შეადგინა.
iCloud ბაზარზე 2011 წლის ოქტომბერში გამოჩნდა iOS 5-თან ერთად. სერვისი განკუთვნილია მონაცემთა ღრუბელოვანი შენახვისათვის და სინქრონიზაციისათვის სხვადასხვა მოწყობილობებს შორის.
წყარო: itpro