ქვემოთ მოცემულ სურათზე — ბილ ფლორა (Bill Flora) გახლავთ, ალბათ როგორც უკვე მიხვდით, ის იმ გუნდის ლიდერია, რომელიც Microsoft Windows Metro UI ინტერფეისს ქმნის. ეს ეინტერფეისი გამოყენებული იქნება ახალ Windows 8-ში.
პატივცემული ფლორა კარგად გამოიყურება, არა? ახლა გააყოლეთ თვალი ბილის სამუშაო მაგიდაზე მარჯვნივ და ნახეთ, თუ რომელ კომპიუტერს იყენებს ის. ჰო, მხოლოდ Apple-ისას: Apple Cinema Display, MacBook Pro, Apple Bluetooth Keyboard და Magic Mouse.
რა უნდა ვთქვათ, აქ მაინც მოახერხეს Microsoft-ის დეველოპერებმა და კარგი გემოვნების არსებობა გვიჩვენეს.
წყარო: cultofmac.com