სიახლეები

ტიმ კუკი iOS-ს და OS X-ს განიხილავს როგორც ერთიან საოპერაციო სისტემას

FILE - In this April 30, 2015, file photo, Apple CEO Tim Cook responds to a question during a news conference at IBM Watson headquarters, in New York. The Massachusetts Institute of Technology announced on its website Thursday, Dec. 8, 2016, that Apple CEO Tim Cook will deliver its 2017 commencement address. (AP Photo/Richard Drew, File)
299views

როგორც უკვე ვიცით, კომპანია Apple-მა გასულ კვირას წარმოადგინა OS X-ის ახალი ვერსია, 10.8 Mauntain Lion. რამდენადაც ცნობილი გახდა, წერტილოვანი პრეზენტაციები კომპანიის მაღალჩინოსნებმა გამართეს მსხვილი გამოცემებისათვის. კუკმა ასეთი პრეზენტაცია Wall Street Journal-ისათვის გამართა და თან პატარა ინტერვიუც მისცა.

ინტრვიუს სრულად წაკითხვა აქ შეგიძლიათ, უბრალოდ გამოვყობ ერთ პატარა მონაკვეთს:

— ბატონმა კუკმა განაცხადა, რომ უკვე დღეს ფიქრობს iOS-სა და OS X-ზე, როგორც „ერთიან სისტემაზე გაფართოებადი ფუქნციონალით“. მისი სიტყვებით, ნოუთბუკები და პლანშეტები განაგრძობენ თანაარსებობას, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ მათი დაახლოება. ხოლო როდესაც ვკითხეთ, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ტელეფონები, პლანშეტები და სამაგიდე კომპიუტერები ერთიდაიგივე პროცესორებზე იმუშავებენ, Apple-ის მეთაურმა განაცხადა: „ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ და არაფერს არ გამოვრიცხავთ“.

აი, ასეთი კომენტარით ბატონმა კუკმა კვლავ გამოაცოცხლა ჭორი იმის შესახებ, რომ შესაძლოა მალე ვიხილოთ მაკები ARM პროცესორით.

წყარო: Macstories

Comments

comments

Leave a Response