სიახლეები

Photoshop CS6: ნამდვილი ჯადოქრობა

93views

რა ვიცით Adobe Photoshop-ის ახალ, მეექვსე ვერსიაზე? ის, რომ მისი გამოშვება სადღაც ზაფხულისაკენ იგეგმება და რომ მასში გაჩნდება ობიექტების გადაადგილების „ჭკვიანი“ ხელსაწყო.

შეგახსენებთ, რომ Adobe Photoshop-ის ახლანდელი თაობის ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ „ჭკვიანი“ ჩასხმის ფუქნცია — content-aware fill. ის საშუალებას გვაძლევს დავაშენოთ გამოსახულებაში საჭირო ფრაგმენტები ამ ფრაგმენტის მეზობლად არსებული გამოსახულების საფუძველზე. მაგრამ ეს ფუქნცია ყოველთვის არ მუშაობს გამართულად, თუმცა ზოგადად კარგი ფუქნციაა.

Photoshop CS6-ში დეველოპერებმა კიდევ უფრო განავრცეს ეს იდეა და რამოდენიმე დღის წინ წარმოადგინეს ობიექტების ინტელექტუალური გადაადგილების ფუქნცია — საკმარისია რედაქტორში გამოვყოთ საჭირო ობიექტი და გადავიტანოთ ახალ ადგილას. გამოთავისუფებული სივრცე შეივსება მეზობელი მასალით. მაგრამ ჯობია ეს ფუნქცია ვნახოთ მოქმედებაში:

წყარო: Gizmodo

Comments

comments

Leave a Response