ისტორიული ცნობა. აპლიკაციების გადმოწერის სერვისი App Store გაეშვა 2008 წლის 10 ივლისს. 9 თვის შემდეგ ჩამოტვირთული იყო პირველი მილიარდი აპლიკაცია, 2010 წლის ზაფხულში — 5 მილიარდი, 2011 წლის იანვარში — 10 მილიარდი და ბოლოს, 2012 წლის თებერვალში Apple-მა დაიწყო 25 მილიარდიანი ჩამოტვირთვის ათვლა.
ტრადიციისამებრ, ის ბედნიერი, ვინც 25 მემილიარდე აპლიკაციას ჩამოტვირთავს, მიიღებს iTunes Gift Card ნომინალით… 10 000 დოლარი. ნამდვილად კარგი საჩუქარია.
წყარო: Apple Inc.