სიახლეები

OS X Mountain Lion (10.8) — მიმოხილვა

265views

შეგიძლიათ დაემშვიდობოთ იმ დროს, როდესაც Apple თეატრალური წარმოდგენებით გვანებივრებდა საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის წარმოდგენისას — ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ არ გამოვა OS 11. ბოლო დროს კომპანიამ დაიწყო განახლებების ევოლუციური გრაფიკით გამოშვება ბაზარზე — სრულყოფილი ვერსიის ნაცვლად მცირედი ცვლილებების ლამაზად შეფუთვით. ეს ტენდენცია შეინიშნება ჯერ კიდევ 2009 წლიდან, როდესაც ბაზარზე გამოვიდა OS X Snow Leopard (10.6) — კოდური სახელიც კი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს არ იყო სრულფასოვანი განახლება, არამედ Leopard-ის გაუმჯობესება.

Lion-ის (10.7) გამოსვლა, პირიქით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც სრულფასოვანი განახლება. ისეთი შესაძლებლობებით, როგორებიცაა Launchpad და Mission Control, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მე11 ვერსისამდე ეს ბოლო ვერსია იქნებოდა, ხოლო ახალ, მე-11 ვერსიაში ვიხილავდით iOS-თან მჭიდრო ინტეგრაციას. როგორც ჩანს, კომპანია Apple ჯერ არ არის მზად ბოლომდე დახუროს თავისი საოპერაციო სისტემის ის თავი, რომელსაც მე10 ვერსია ჰქვია და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ, 10.8 ვერსიას. ქალბატონებო და ბატონებო, შეეგებეთ — მთის ლომი.

რა შეგვიძლია ვთქვათ? პრაქტიკულად იგივე: ეს რელიზი ძირითადად კოსმეტიკურ გაუმჯობესებებს შეიცავს და მათი უდიდესი ნაწილი iOS-თან მჭიდროდ ასოცირდება: კომპანიამ საკუთარი მობილური საოპერაციო სისტემიდან კლონირება გაუკეთა საუკეთესო შესაძლებლობებს და გადმოიტანა სამაგიდე ვერსიაში. აქამდე Mission Control უხეშად იყო მიახლოებული iPhone-ის სამუშაო დაფასთან. ახლა მობილური ვერსიის ზეგავლენა უფრო აშკარაა სამაგიდე ვერსიაში.

ჩვენ ხელთ გვაქვს საოპერაციო სისტემის ადრეული ვერსია — დეველოპერებისათვის განკუთვნილი. ჩვენ შევეცადეთ მცირე დროში შეგევსწავლა ახალი საოპერაციო სისტემის შესაძლებლობები და რაც შეიძლება ოპერატიულად მოგვეწოდებინა თქვენთვის ეს ინფორმაცია.

მაშ ასე, რა არის ახალი ამ ვერსიაში?

iCloud

მთის ლომი OS X-ის პირველი ვერსიაა, სადაც iCloud-ის ინტეგრაცია საოპერაციო სისტემაში მჭიდროდ არის რეალიზებული. iCloud წარმოიშვა MobileMe-ს ნანგრევებზე გასულ წელს. როგორც მოსალოდნელი იყო, 10.8 ძალიან აქტიურად იყენებს Apple-ის ამ სერვისს. ჯერ კიდევ ინსტალაციის დასაწყისში თქვენ შემოგთავაზებენ რომ შეხვიდეთ iCloud-ის ანგარიშით, ან თუ არ გაქვთ ეს უკანასკნელი, დაარეგისტრიროთ ახალი ანგარიში. ანგარიში, რომელსაც დასაწყისში მიუთითებთ, შემდგომში ვეღარ შეიცვლება. მართალია შესაძლებელია ამ ანგარიშის გარეშე შესვლა, მაგრამ რამდენიმე საინტერსო ფუქნცია ხელმისაწვდომი არ იქნება ამ შემთხვევაში.

სისტემაში შესვლისას გაერთაინდება ლოკალურად შენახული და ქსეული ინფორმაცია iCloud-იდან. შესაძლებელია რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუქნციის სინქრონიზაცია iPhone-თან და iPad-თან, ფოსტის, შეტყობინებების, კონტაქტების, შეხსენებებისა და კალენდრების ჩათვლით. მოკლედ, ფრიად საჭირო სერვისია, თანაც უფასო, ამიტომ დაბეჯითებით გირჩევთ არ დაიზაროთ და გახსნათ iCloud-ის ანგარიში.

შეტყობინებები

iChat, კარგად გვემსახურე დიდი ხნის განმავლობაში, მადლობის მეტი რა გვეთქმის. მაგრამ Apple-ის სამუშაო დაფა, შეტყობინებათა გაცვლის სისტემა არასდროს ყოფილა ისეთი მოსახერხებელი, როგორც ეს iOS-შია. შესაბამისად იმის მაგივრად, რომ iChat დაემსგავსებინა iMessage-ისათვის, Apple-მა უბრალოდ ერთი მეორეთი ჩაანაცვლა. ზუსტად ეს გახლავთ OS X-ის ძირითადი თემა — სადაც Apple-მა იპოვნა ხარვეზი სამაგიდე ვერსიაში, იმავწუთას ჩაანაცვლა iOS-ის შესაბამისი სერვისით.

ისევე როგორც iCloud, Apple ყველაფერს შესაძლებელს აკეთებს იმისათვის, რომ ახალ ფუქნციასთან მუშაობის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად შეძლოთ. შეტყობინებების პირველად გახსნისას გაიხსნება ოსტატი, რომელიც დაგეხმარებათ დარეგისტრირდეთ შეტყობინებების სერვისში და დაიწყოთ შეტყობინებების დაგზავნა iPhone-ზე, iPad-ზე, iPod Touch-ზე ან სხვა მაკზე. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს პროგრამა აქარწყლებს ყველა სხვაობას OS X-სა და iOS-ს შორის შეტყობინებების გაგზავნის საკითხში.

სერვისის საშუალებით შეგეძლებათ გაგზავნოთ შეტყობინებები, დოკუმენტები, HD-ვიდეო და ფოტოები (100 მბაიტამდე თითოეული) ერთ, ან მეტ ადამიანთან, ტელეფონის ნომრის, ან ელფოსტის მისამართის გამოყენებით. გაითვალიწინეთ, რომ iChat-ის ყველა ძველი ფუქნცია შენარჩუნებულია და არ დაკარგულა.

მოკლედ, ძალიან კარგად შესრულებული და ძალიან მარტივი პროგრამაა. პროგრამის ფანჯრის დიდ ნაწილს იკავებს მიმდინარე საუბარი. დიალოგის ტექსტები გამოჩნდება სხვადსხვა ფერის ბუშტებში, როგორც ეს ხდება iOS-ში. თუ დააჭერთ ღილაკს ეკრანის ზედა ნაწილში, საუბარი ვიდეო-ზარის საშუალებით გაგრძელდება FaceTime-ში.

ყველა ადრინდელი საუბარი დალაგებულია ეკრანის მარცხენა ნაწილში, ადრესატის სახელის გასწვრივ ჩანს მისი ხატულა. ჯგუფური საუბრების დროს დაინახავთ მონაწილეთა ფოტოების დასტას. წაუკითხავი შეტყობინებები მონიშულია ლურჯი ბურთულათი. ასევე პროგამაში არის ძებნის შესაძლებლობა, რაც ნადვილად გაგიადვილებთ ძველი საუბრების მოძებნას.

შეხსენებები

კიდევ ერთი ფუქნცია iOS-იდან, რომელმაც გადმოინაცვლა სამუშაო დაფაზე. მათთვის, ვისაც სჭირდება შეხსენებების სისტემა, რათა არ დაავიწყდეს მნიშვნელოვანი საკითხები, აპლიკაცია საშუალებას მისცემს შექმნას და თვალყური მიადევნოს შესასრულებელ სამუშაოთა სიას. პროგრამა გაფორმებულია, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ქაღალდის ფურცლები. როდესაც რომელიმე ამოცანას დაასრულებთ, მონიშნეთ მის გასწვრივ თოლია და ის გაქრება სიიდან. „i“-ზე დაჭერით შეგიძლიათ დააყენოთ შეხსენების თარიღი, ან გადაიტანოთ ის სხვა სიაში.

მოსახერხებელია, მაგრამ არა რევოლუციური. რათქმაუნდა ძალიან კარგია, რომ პროგრაამს შეუძლია სინქრონიზაცია Google-ის ან Yahoo-ს კალენდართან, მაგრამ რეალური პლუსი გახლავთ მისი სინქრონიზაცია iOS-თან.

შენიშვნები

თუ მოგეწონათ წინა თავში აღწერილი ფუქნცია, მაშინ მოგეწონებათ აგრეთვე შენიშვნებიც. ეს სერვისიც iOS-იდან მოვიდა. მარტივი პროგრამაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაინიშნოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. ისევე როგორც მისი მობილური კოლეგა, მასაც რეალური ბლოკნოტის სახე აქვს.

ორჯერ დააწკაპუნეთ შენიშვნაზე და ის გამოჩნდება ცალკე ფანჯარაში რომელიც სამუშაო დაფაზე იქნება განთავსებული, მას შემდეგაც კი, როცა დახურავთ შენიშვნების აპლიკაციას. ამ პროგრამის OS X-ვერსია უფრო მდიდარია შესაძლებლობებით, შეგიძლიათ დაამატოთ შენიშვნაში გამოსახულებები, ბმულები და დამატებითი შრიფტები. კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს პროგრამა არ არის მსოფლიოში ყველაზე საოცარი პროგრამა, მაგრამ დიდი პლუსი გახლავთ შესაძლებლობა სინქრონიზაცია გაუკეთოთ შენიშვნებს ყველა მოწყობილობაზე iCloud-ის მეშვეობით.

შეტყობინებათა ცენტრი

კიდევ ერთი საინტერესო სერვისი „მთის ლომში“. ერთი შეხედვით მცირე კოსმეტიკური ცვილება, რომელიც დიდად შცვლის მუშაობის პირნციპებს სამაგიდე საოპერაციო სისტემაში. როდესაც პირველად უშვებთ ოს-ს, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება წრე და შიგნით მთის ლომი. შეტყობინების მიღებისას სამიზნე ლურჯად აინთება და შეტყობინება გამოჩნდება შეტყობინებათა ნაკადში.

დააჭირეთ ხატულაზე ერთხელ, სამუშაო დაფა გაიწევა მარცხნივ (დოკი და მთავარი მენიუ ადგილზე დარჩება). ამის გაკეთება ორი თითის ჟესტიტაც არის შესაძლებელი. ხატულაზე ხელმეორე დაჭერა, ან თითების უკუ გადასმით ყველაფერი ძველ რეჟიმში დაბრუნდება.

Launchpad-ისაგან და ლომის სხვა თავისებურებებისაგან განსხვავებით, რომლებიც შესაძლოა ხშირად არ დაგჭირდეთ, შეტყობინებების ცენტრის გვერდის ავლა ძნელი იქნება. 10.8 ვერსიის დაყენების შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ ყველა თქვენი ანგარიშის დაკავშირებას და როგორც კი ამას გააკეთებთ, შეტყობინებები თქვენი სამუშაო დაფის ნაწილი გახდება. ელფოსტა, შეტყობინებები, შეხსენებები და ა.შ. გამოჩნდება ეკრანის მარჯვენა მხარეს ხუთი წამით, ხოლო შემდეგ გადაინაცვლებს შეტყობინებათა ცენტრში. განახლებების შეტყობინებები და კალენდრის ღონისძიებები არ გაქრება, სანამ თქვენ თვითონ არ გააქრობთ მათ.

ყველაფერი მორგებადია — შეგიძლიათ გადაერთოთ ბანერებსა და შეტყობინებებს შორის, დაამატოთ, ან გააქროთ ხმები. Apple ასევე გახსნის დეველოპერებისათვის  API-ს, შესაბამისად ნებისმიერი აპლიკაცია თავსებადი გახდება ამ სერვისთან.

გაზიარების სიები

რა არის ეს? თქვენ მეტი მობილური ფუქნცია გსურთ მთის ლომში? მაშინ აგერ კარგი ინფორმაცია. Apple გვთავაზობს გაზიარების ღილაკს Mac-ის მშობლიური აპლიკაციებისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს მყისიერად გავუზიაროთ შიგთავსი ელფოსტის, შეტყობინებების, AirDrop-ით და უცხო სერვისებითაც, როგორებიცაა Twitter, Flickr და Vimeo. სიმართლე უნდა ითქვას, ეს ერთგვარად უცნაური სიახლეა. ბოლო-ბოლო, სამაგიდე კომპიუტრებისაგან განსხვავებით, ტაბლეტებზე რთულია ერთი პროგრამიდან მეორეში გადართვა შიგთავსის გაზიარების მიზნით. სწორედ ამიტომაც სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ფუქნცია სამაგიდე ვერსიაშიც მოხვდა და გაუადვილებს ადამიანებს სხვადასხვა საოპერაციო სისტემებში ერთნაირი ოპერაციების ერთნაირად შერულებას.

როგორც „მთის ლომი“ მიიწევს საბოლოო ვერსიისაკენ, ასევე Apple ცდილობს მჭიდრო პარტნიორობა დაამყაროს ტვიტერთან და სხვა სოციალურ ქსელებთან. ძალიან საინტერესო იქნება, თუ Apple გადაწყვეტს და Google-ის სერვისებსაც ჩაამატებს (YouTube პირველ რიგში, თუ შეიძლება), ანდა Microsoft-ისაც — ყოველ შემთხვევაში ამის იმედი გვაქვს.

Twitter

დიახ, Twitter საკუთარ განყოფილებას ღებულობს. რატომ? Apple-ს უყვარს Twitter, აი რატომ. მიკრობლოგინგის სერვისი განფენილი მთლიანად საოპერაციო სისტემაში, კარგია. დავიწყოთ იმით, რომ ტვიტერი გაზირების სიაბში არის. მეორეც, ტვიტერის შეტყობინებები გამოჩნდება შეტყობინების ცენტრში. მოკლედ ტვიტერი და ეფლი დაძმაკაცდენენ.

Game Center

აი ეს ფუქნცია ჯერ არ არის მზად. Game Center ცოტა ხანში დაემატება. თუ გავითვალიწინებთ ამ აპლიკაციის მობილური ვერსიის წარმატებას (100 მილიონი რეგიტრირებული მომხმარებელი), მაშინ ლოგიკური ხდება Apple-ის გადაწყვეტილება მისი სამაგიდე ვერსიაში დამატებისა. როგორც ალბათ უკვე ხვდებით, ამ აპლიკაციის საშუალებით OS X-ში შემოდის სოციალური თამაშების დიდი ოდენობა, რაც საშუალებას მოგცემთ ეთამაშოთ მეგობრებს, თვალყური ადევნოთ მათ მიღწევებს და იქონიოთ ხმოვანი ჩეტი მათთან.

AirPlay Mirroring

სამწუხაროდ, მე არ გამიმართლა და ვერ შევძელი ამ ფუქნციის ამუშავება. უბრალო მიზეზის გამო — არ მქონდა ხელთ iPad. ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ ამ ფუნქციის შესახებ: თუ გაქვთ მაკი, დიდი ტელევიზორი და AppleTV, მაშინ ეს ფუქნცია თქვენთან იმუშავებს. შესაძლებლობა გეძლევათ 720p ვიდეო გაუშვათ HD ეკრანზე.

Gatekeeper

და როგორ არის უსაფრთხოების საქმე? Apple ცდილობს დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მიუხედავად იმისა, რომ OS X კარგი რეპუტაცია აქვს უსაფრთხოების საკითხებში, კომპანია არ დგას ერთ ადგილზე და აუმჯობესებს ამ მონეტს კიდევ უფრო მეტად. რაღაც გაგებით Gatekeeper არის მცდელობა მოხდეს აპლიკაციების იდენტიფიცირება და არასაიმედოების დაბლოკვა მიუხედავად იმისა, თუ რომელი წყაროდან არის მიღებული.

კომპანია რეგისტრირებულ დეველოპერებს სთავაზობს მიიღონ უსაფრთხოების სერტიფიკატი. დეველოპერები, გამოიყენებენ ამ სერტიფიკატს აპლიკაციების ციფრულად ხელმოწერისათვის. ყველა აპლიკაცია, რომელიც ხემოწერილი იქნება, უსაფრთხოდ დაყენდება „მთის ლომში“.

მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს უსაფრთხოების სამი ვარიანტი. ყველაზე მკაცრის შემთხვევაში, მხოლოდ ის აპლიკაციებიდ აყენდება, რომლებიც შეძენილია Mac App Store-ში. შემდეგი დონე საშუალებას იძლევა დაყენდეს ნებისმიერი აპლიკაცია, მაგრამ აუცილებლად ხელმოწერილი, ხოლო მესამე დონეზე ყველა აპლიკაციისათვის კარები ღიაა.

პროგნოზები

ლომიდან დაწყებული ნელ-ნელა გამოიკვეთა საოპერაციო სისტემების მობილური და სამაგიდე ვერსიების თანდათანობითი დაახლოება. „მთის ლომში“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით.

ისევე როგორც „ლომი“, „მთის ლომიც“ გარდამავალი ვერსიაა. საბოლოო ჯამში ეს პერსპქტიული მიმართულებაა — საოპერაციო სისტემების უნიფიკაცია, თუ გავითვალიწინებთ, თუ რამდენი გაჯეტი არის ჩვენს ცხოვრებაში. ცოტათი შემაშფოთებელია Apple-ის სურვილი, ტოტალურად გააკონტროლოს საოპერაციო სისტემა დაყენებული აპლიკაციების საკითხში. მხოლოდ ერთი ფაქტი საუბრობს კომპანიის სასარგებლოდ, ის რომ აპლიკაციების დაყენების სუსტემა მორგებადია.

ჩვენ დღეს მიმოვიხილეთ ძალიან ზედაპირულად Apple-ის ახალი საოპერაციო სისტემა OS X 10.8 Mountain Lion. ეს არ არის უკანასკნელი მიმოხილვა, პირიქით, ამით ვიწყებთ და უახლეს ხანში მოგაწვდით დღეს მომოხილული ფუქნციების დეტალურ გარჩევებს.

წყარო: engadget.com

P.S. დროის სიმცირის გამო დღეს გთავაზობთ Engadget-ის მიმოხილვის ქართულ ვარინატს, ზუსტად ახლა OS X Mountain Lion-ის ჩვენი ეგზემპლარი იტვირთება ჩვენს მაკებზე და ხვალიდან უკვე უშუალოდ პირველი ხელიდან შემოგთავაზებთ ახალი საოპარაციო სისტემის მიმოხილვას.

Comments

comments

Leave a Response