გასულ ოთხშაბათს, 8 თებერვალს, კორპორაცია Google-მა წერილი მისწერა ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტს (IEEE). წერილში კომპანიამ უარყო Apple-ის, Cisco-ს და Microsoft-ის ინიციატივა ინდუსტრიაში საბაზო სტანდარტების ერთიანი სალიცენზიო პოლიტიკის შემუშავების შესახებ. უფრო მეტიც, Google დაგვპირდა, რომ კვლავ გააგღძელებს საპატენტო ომს და ამისათვის ახლა უკვე Motorola-ს ტექნოლოგიებს გამოიყენებს.
გასულ კვირას Apple, Cisco და Microsoft ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ შესთავაზეს რა IEEE-ს — ორგანიზაციას, რომელიც უფელბამოსილია სატელეკომუნიკაციო სტანდარტების მიღებასა და სერტიფიკაციაზე — შემუშავდეს იმ ტექნოლოგიების ლიცენზირების „პატიოსანი, გამჭვირვალე და გასაგები“ პირობები, რომლებიც საბაზოა ინდუსტრიისათვის. პატენტები ასეთ ტექნოლოგიებზე სამთავეს აქვს, ხოლო საპატენტო ომების შემდგომი ესკალაცია გაუთვალიწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. თუ აქამდე სასამართლო შეჯახებები ლოკალურ კონფლიქტებს თუ ჰგავდა, ახლა უკვე მესამე მსოფლიო ომის სუნი დატრიალდა, რომელიშიც გამარჯვებული არავინაა.
Apple-ის, Cisco-ს და Microsoft-ის ინიციატივის არსი მდგომარეობს საბაზო ტექნოლოგიების უფასო ლიცენზირებაში, თუმცა Google თვლის, რომ ეს მათი მხრიდან ზედმეტად კეთილშობილური ნაბიჯი იქნება.
კომპანიამ გამოაცხო წერილი სათაურით „Motorola-ს პატენტების სამართლიანი ლიცენზირება“. მასში კომპანიამ განაცხადა, სამართლიანად თვლის 2,25% საკომისიოს ნებისმიერი მოწყობილობიდან, სადაც გამოყენებული იქნება Motorola-ს დაპატენტებული ტექნოლოგიები. ამ განსაზღვრებაში შედის 3G-კავშირი, რომლის გამოც Apple უკვე დაზარალდა.
გასულ კვირას გერმანიაში Apple-მა გაიყიდვიდან მოხსნა iPhone 3GS და iPhone 4, აგრეთვე iPad 3G. ამის მიზეზი გახდა Motorola-ს მოთხოვნა, რომლის იურისტებმაც დაამტკიცეს, რომ push-შეტყბინებები, რომლებიც iCloud-იდან გადაეცემა ფიჭური კავშირის საშუალებით, არღვევს მის პატენტს.
საინტერესოა შევხედოთ Google-ის აზროვნების ევოლუციას. ერთი წლის წინ ამ კომპანიის ხელმძღვანელობა ჩიოდა იმის გამო, რომ Microsoft და სხვა „საპატენტო ტროლები“ აღრჩობენ Android-ს, რის გამოც „გუგლოფონები“ ძვირდება. სწორედ მაშინ მოითხოვა Google-მა საპატენტო სამართლის გადახედვა. თუმცა ეს მოწოდება წამსვე იქნა დავიწყებული მას მერე, რაც Google-მა Motorola-ს საპატენტო პორტფელი შეიძინა. ცდუნება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამჯერად „სიკეთის კორპორაციას“ საპატენტო სამართლის რეფორმა აღარ სჭირდება. მეტიც, Google-ში რეფორმა უარყვეს მაშინ, როდესაც ამას მხარი ბაზრის საკვანძო მოთამაშეებმა დაუჭირეს.
ამგვარად Google-ის ეს წერილი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ოფიციალური თხოვნა აღარ ჩავთვალოთ ის „სიკეთის კორპორაციათ“. ის უკვე გაიზარდა ამ ასაკიდან.
წყარო: AppleInsider.com