სიახლეები

Apple სერ პოლ მაკარტნის კონცერტის ტრანსლაციას განახორციელებს

95views

The Beatles-ის უკვე ორი წევრი აღარ არის ცოცხალი — ჯონ ლენონი 1980 წელს ჩაცხრილეს, ხოლო ჯორჯ ჰარისონი 2001 წელს მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. თუმცა გავიხაროთ თუნდაც იმით, რომ დანარჩენი ორი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი ცოხცლები და ჯანმრთელები არიან. ორივე მათგანი, მიუხედავად ასაკისა, შესანიშნავად გრძნობენ თავს და აქტიურ მუსიკალურ კარიერას აგრძელებენ. განსაკუთრებით სერ პოლი.

ამასწინათ მაკარტნის ახალი ალბომი გამოვიდა, რომლის დასახელება გახლავთ „Kisses on the Bottom“. ამ ალბომში ის ბავშვობას იხსენებს. თქვენ შეგიძლიათ მისმინოთ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჰიტების ქავერები პლუს ორი ახალი ტრეკი. ალბომი ხელმისაწვდომია iTunes Store-ში სტანდარტულ ფასად $9.99 სრული ვერსიისათვის. ამ ალბომის გამოშვების აღსანიშანავად მაკარტნი ცოცხალი შესრულებით გამოვა Capitol Studios-ში, ჰოლივუდი. კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება iTunes-იდან: [iTunes link].

ასე რომ ვისაც „ბიტლები“ ძალიან გიყვართ, შედით ბმულზე და დატკბით ხარისხიანი მუსიკით.

The app was not found in the store. 🙁

https://itun.es/us/a_c

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response