შორეულ 1976 წელს, როდესაც სტივ ჯობსი მხოლოდ იწყებდა Apple-ის საძირკველის ჩაყრას, ის ფრუქტორიანელი გახლდათ და ხანგძლივი დროით იკარგებოდა ხოლმე ვაშლების ფერმაში, სადაც საყვარელ ხილს კილოგრამობით მიირთმევდა. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ოდესაღაც უშუალოდ სტივისაგან მოვისმინეთ, კომპანიის დასახელება შემთხვევითი არ არის, არამედ შედეგია მისი ვაშლების სიყვარულისა.
სტივ ჯობსის ხსოვნის საპატივსაცემოდ Apple-ის ტექნიკის მოყვარულმა ოლივიე ლეფევრმა გასული წლის შემოდგომაზე შექმნა სტივის პორტრეტი ვაშლებისაგან.
გამოსახულების შექმნისათვის სხვადასხვა ზომის, ფერისა და ჯიშის ვაშლები გახდა საჭირო — ხასხასა წითელიდან დაწყებული, ბაცი მწვანეთი დამთავრებული. სულ 3500 ვაშლი იქნა გამოყენებული.
შესაძლოა სკეპტიკოსებმა კვლავ კბილების ღრჭიალით გამოსცრან, რომ „ეს უკვე ზედმეტობაა, ავადმყოფობაა“, ან „ნუ შეიქმნი კერპს“, მაგრამ მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ აღფროვანდებიან ადამიანის შესაძლებლობით შექმნას ხელოვნება ასეთი უჩვეულო მასალისაგანაც კი. აი რეალურად სად მოქმედებს დევიზი: „იფიქრე განსხვავებულად“.
წყარო: fresh