სიახლეები

რატომ ირჩევს ბიზნესი iOS-ს და არა Android-ს

101views

საიტმა AppleInsider ამასწინათ გადაწყვიტა გარკვეულიყო მობილური მოწყობილობების კორპორატიულ ბაზარში და წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო ანალიზი, საიდანაც გთავაზობთ მოკლე ამონარიდს:

საწყისს წერტილად განსჯისათვის ავიღოთ Wall Street Journal-ის მიერ მოწოდებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2008 წელს General Electric-ის თანამშრომელთა 100% სარგებლობდა BlackBerry-თ, როგორც კორპორატიული ტელეფონით. 2012 წელს სიატუაცია ასეთია: 10 000 თანამშრომელმა აირჩია iPhone, 50 000 ისევ BlackBerry-ზე დარჩა. და არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ  ამ წლის ბოლომდე iPhone-ზე გადავა კიდევ არა ერთი ათასი თანამშრომელი.

მიაქციეთ ყურადღება, ამ სტატისტიკაში არ მოიძებნა ადგილი Google Android-ისათვის. რატომ?

როგორც თვლიან AppleInsider-ში, საქმე პრიორიტეტებშია: Apple, რომელსაც ტექნოლოგიური უპირატესობა გააჩნია კომუნიკატორების ბაზარზე, შეუძლია თავს უფლება მისცეს იმუშაოს კორპორატიულ სექტორშიც. კომპანიამ iOS-ში დაამატა ისეთი ტექნოლგიების მხარდაჭერა, როგორებიცაა: 802.11X, Exchange Server, Active Directory, რომლებიც ფრიად აქტუალურია სწორედ, რომ კორპორატიული სექტორისათვის.

აი იმ კომპანიებს, ვინც ახლა ეწევა Apple-ს — Google, HP და Microsoft — უბრალოდ არ შეუძლიათ თავს ამის უფლება მისცენ. მათი ამოცანაა ადგილი დაიმკვიდრონ ბაზარზე. ამისათვის კი უნდა გაიარონ Apple-ის გზა, საკუთარი ეკოსისტემის შექმნით. Google-ს მგონი ეს გამოსდის და შესაძლოა Android მიიღებს კორპორატიულ „გემრიელობებს“, მაგრამ მის წინააღმდეგ მოქმედებს პლათფრომის ფრაგმენტაცია.

წყარო: Apple Insider

Comments

comments

Leave a Response