სიახლეები

ცვლილებები 10.7.3-ში: გამქრალი ხატულა NEXTStep-იდან

317views

როგორ გავაკეთოთ OS X-ში ცალკეული ფანჯრის ე.წ. „სქრინშოთი“? ელემენტარულად: ერთდროულად უნდა დააჭიროთ კლავიშებს Command-Shift-4 და შემდეგ ჰარი, დააჭიროთ Enter-ს დასამუშაო დაფაზე მოიძიოთ ამ წუთას გადაღებული სურათი. ყველა ამ მოქმედების დროს ეკრანზე გამოსახული იქნება ძველმოდური ფოტოაპარატის ხატულა.

ამ ხატულას ისტორია ზალიან დიდი ხნის წინ, 90-იანი წლების დასაწყისში იწყება და სათავეს საოპერაციო სისტემა NEXTStep-ში იღებს. შემდეგ როგორც იცით, Apple-მა იყიდა კომპანია NEXT, მისი ოს-ის ბაზაზე შექმნა ის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენს მაკებში. ჰოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ხატულა უცვლელი რჩებოდა სისტემაში, როგორც ისტორიის ბურჯი. ვიდრე გუშინდელ დღემდე, როდესაც გამოვიდა OS X Lion-ის განახლება 10.7.3, რომელშიც ეს ხატულა შეიცვალა. აი შესაბამისი ფოტოები:

ბოლოსიტყვაობა: როგორც აღმოჩნდა, ძველი ხატულა კვლავაც ინახება სისტემაში შემდეგ მისამართზე /Applications/Utilities/Grab.app/Resources

უბრალოდ ძველებს გული დაგვწყდა და კიდევ ერთი რამ ჩავტოვეთ წარსულში…

წყარო: Deepapple.com

Comments

comments

Leave a Response