საინტერესო ჩანაწერი მინდა შემოგთავაზოთ Google-ის ყოფილი თანამშრომლის პირადი ბლოგიდან. Google+-ის ძებნის შედეგებში დანერგვის შემდეგ კომპანიის მისიიდან წვდომის უნივერსალურობის შესახებ კვალიც კი არ დარჩა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ამბების ტალღაზე ჩვენ გაგვიჩნდება Google-ის რეალური ალტერნატივა ინტერნეტში ძებნის საკითხში.
მე Google-ში მუშაობა შევწყვიტე 2006 წელს, მაგრამ კომპანიის სიყვარული მხოლოდ ახლა შევწყვიტე. მე ხშირად საჯაროდ დამიცავს კომპანია, ვხსნიდი რა მის არაპოპულარულ ნაბიჯებს ისე, როგორც ეს მე წარმომედგინა. Google ხშირად მართალია, მაგრამ ამ კომპანიას უბრალოდ არ ეხერხება საკუთარი ქმედებების ახსნა. მე ვგრძნობდი ჩემი შეგრძნებით, რომ შემიძლია კომპანიას დავეხმარო, მისი ნაბიჯების ახსნით. მაგრამ ამის დრო დასრულდა.
გასული თვე Google-ის ფანატებისათვის განსაკუთრებით რთული იყო. მე კომპანიის მხარეზე ვიყავი კენიაში მონაცემებთან დაკავშირებით ფიასკოში, სანამ კომპანიამ თვითონ არ აღიარა, რომ მართლაც მისი თანამშრომლები ტყუოდნენ, რომ Mocality-სთვის მოეპარათ კლიენტები. შემდეგ გამოჩნდა ეს ინფორმაცია Google Search+-თან დაკავშირებით და ახალი კონფიდენციალურობის განაცხადი. მე ვფიქრობ, რომ პირველი — სერიოზული პრობლემაა, მეორე — უწყინარი, მაგრამ ორთავე ცვლილება იმდენად რთულია და არასასიამოვნოდ თვითმოტივირებადი, რომ მე გული მწყდება. ასე რომ ახლა, როდესაც მე ვკითხულობ, თუ როგორ დაბანეს მეგობარი AdSense-ში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უბრალოდ თავი მტკივდება.
წარმომიდგენია, ჩემი მკითხველთა ნახევარი ჩაიცინებს და გაიფიქრებს „ხედავ, მე დიდი ხანია გეუბნებოდი, რომ Google — ბოროტებაა“. არა მგონია, ეს სწორი იყოს. კერძოდ, მე უარს ვაცხადებ ცინიკურად მივუდგე Google-ის დევიზს „Don’t be evil“ (ნუ ჩაიდენ ბოროტებას); ეს სულისკვეთება ყოველთვის რეალური, გულწრფელი და მნიშვნელოვანი მატარებელი პრინციპი იყო. და თუ ასეთ მსხვილ კომპანიას, როგორიც Google-ია თავი აარიდოს გახდეს ბოროტი, მაშინ სხვა რომელ კომპანიას, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, აარიდებს ამას თავს? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ Google როგორც ორგანიზაცია უბრალოდ ვითარდება; მათი ფოკუსი ახლა — საბაზრო პოზიციაა და არა ის, თუ როგორ გახადოს სამყარო უკეთესი. ამის გამო მე გული მწყდება.
Google — ზედმეტად ძლიერი, თვითდაჯერებული, სანგრებში გამაგრებული გახლავთ იმისათვის, რომ ჩვენს სიყვარულად ღირდეს. დაე თვითონ დაიცვან თავი, მე კიდევ ჩემს ემოციებს გადავამისამართებ სტარტაპებზე. ისინი იმსახურებენ ჩვენს გრძნობებს.
წყარო: Some Bits