რამდენიმე თვიანი ტესტირების შემდგომ Apple-მა როგორც იქნა გვაღირსა Lion-ის 10.7.3 განახლება, რომელიც ასწორებს შეცდომებს საოპერაციო სისტემაში და შემოაქვს მთელი რიგირ გაუმჯობესებები. ამის გარდა, მომხმარებლებს ელოდებათ კიდევ რამდენიმე განახლება სერვერული Lion-ისათვის, Server Admin Tools და აგრეთვე Snow Leopard-ის უსაფრთხოების განახლება.
თანახმად განახლებას მოყოლილი შენიშვნებისა, განახლება 10.7.3 რეკომენდებულია Lion-ის ყველა მომხმარებლისათვის და შეიცავს საოპერაციო სისტემის ზოგად შესწორებებს, რომლებიც მიმართულია სისტემის სტაბილურობის ასამაღლებლად და უსაფრთხოების გასაზრდელად.
აი ჩამონათვალი სიახლეებისა:
- ივრითი, კატალონური, ხორვატული, ბერძნული, რუმინული, სლოვაკური, ტაილანდური და უკრაინული ენების მხარდაჭერა:
- გასწორებულია შეცდომები სმარტ-ბარათების გამოყენებისას;
- გასწორებულია არათავსებადობის პრობლემები Microsoft Windows-ში ზიარი ფაილების წვდომისას;
- გასწორებულია Microsoft Word-ის ფაილების ბეჭდვის შეცდეომები;
- აღმოფხვრილია პრობლემები გარფიკული ქვესისტემის წარმადობის საკითხში;
- მოგვარებულია პრობლემები Wi-Fi მიერთებისას, როდესაც კომპიუტერი ძილის რეჟიმიდან გამოდის;
- გასწორებულია შეცდომა, რომელიც ხელს უშლიდა Safari-ს გახსნას უსადენო ქსელთან მიერთების გარეშე;
- გასწორებულია ავთენტიფიკაციის პრობლემები SMB DFS რესურსებთან მიერთებისას;
- დამატებულია RAW-გამოსახულებების მხარდაჭერა ფოტოაპარატების ზოგიერთი ახალი მოდელისათვის.
ამის გარდა კუპერტინოდან მივიღეთ Server Admin-ის ახალი ვერსია, რომელიც შეიცავს დამატებით აპლიკაციას სერვერული Lion-ისათვის, Remote Desktop, აგრეთვე ორი განახლება სერვერული Snow Leopard-ისათვის.
წარმატებულ განახლებას გისურვებთ!
წყარო: apple.com