ყველაფერი მისკენ მიდის, რომ ორიოდე თვეში გაყიდვაში გამოვა iPad-ის მესამე თაობა, მასში იქნება ოთხბირთვიანი პროცესორი A6 და LTE ქსელების მხარდაჭერა. ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გააჩნიათ Boy Genius Report-ში. ტექნიკური ინფორმაცია ბევრია, მოდით გავერკვეთ მასში:
- იქნება iPad 3-ის ორი მოდელი, კოდური დასახელებით J1 და J2 (შესაბამისად iPad3,1 და iPad3,2);
- პირველი აღჭურვილია მხოლოდ Wi-Fi მოდულით, ხოლო მეორე — Wi-Fi+GSM/CDMA/LTE.
- პლანშეტი ახალი მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ პროცესორი A6. გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს მისი სამუშაო დასახელება S5L8945X.
თუ რა წარმადობა ექნება ამ მონსტრს, ძნელი სათქმელია, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე კარგ მობილურ საოპერაციო სისტემასთან ტანდემში ის თავისტკივლს შეჰყრის კონკურენტებს.
ჩვენ ვაგრძელებთ ქსელის მონიტორინგს დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით.
წყარო: Boy Genius Report