ჩინეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომელიც თუ ნდობას არა, ყურადღებას მაინც იმსახურებს. საუბარია iPhone-ის შემდეგ ვერსიაზე. საიდუმლო მოწყობილობის წარმოება, თუ დავუჯერებთ Foxconn-ის ანონიმს, სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. შედარებისათვის, iPhone 4S-ის წარმოება 2011 წლის გვიან გაზაფხულზე დაიწყო. თუ გავიხსენებთ სკოლის არითმეტიკას, მივიღებთ ზაფხულში ახალი პროდუქტის გამოსვების ვადას (WWDC-ზე?). რაც შეეხება სმარტფონის გარეგან სახეს, ის ჯერ განსაზღვრული არ არის. წყარო გვატყობინებს, რამოდენიმე პროტოტიპის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს ზალიან ჰგავდნენ.
ჯერ ერთი, ყოველ მათგანს ეკრანის ზომა 4 დიუმამდე გაუზარდეს. მეორეც (აჰა!) არცერთი მათგანი წვეთისებური არ არის, ანუ სიმეტრიული კორპუსი შენარჩუნდა. მესამეც, ფორმ-ფაქტორი განსხვავებულია iPhone 4 და 4S-ისაგან. აქ ჩნდება კითხვა, თუ რა მოიაზრება ფორმ-ფაქტორში? მეოთხეც, პროტოტიპი პროტოტიპია, ხოლო რა იქნება ბოლოში — აივმა უწყის.
წყარო: 9to5mac