სტივ ჯობსისადმი მასიური თაყვანისცემა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მისი გარდაცვალების შემდეგ. მისი ციტატები ფაბატების სხეულზე აისახება სვირინგების სახით, ხოლო პორტრეტები მაისურებზე იბეჭდება. სტივის ხსოვნის საღამოც იყო, როდესაც აი-მანიაკები ჯობსის სტილის ტანსაცმელს იცმევდნენ და სოციალურ ქსელებში დებდნენ ფოტოებს.
მაგრამ დღეს პორტუგალიელმა ფრანცისკომ ბევრი გააოგნა თავისი გაბედული ნაბიჯით — მან სტივის პორტრეტიის სვირინგი გაიკეთა წინამხარზე. თავისი ნაბიჯი მან წერილში ახსნა, რომელიც გაუგზავნა საიტს Cultofmac:
არ მრცხვენია იმის თქმა, რომ სტივ ჯობსი ჩემი გმირი და ის ადამიანი იყო, რომელიც მიყვარდა! მან განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება. მე არ შემიძლია შესაფერისი სიტყვების მოძებნა, რომ ავღწერო, თუ რას ვგრძნობდი მის მიმართ. შეგიძლიათ გიჟი მიწოდოთ და შესაძლოა ასეც იყოს. ჰო, მე გიჟი ვარ, მაგრამ მე ბევრ რამეში ვერკვევი. როგორც Apple-ის და სტივ ჯობსის მოყვარული, შემიძლია ერთი რამ ვთქვა — ის ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში და მე მას არასოდეს დავივიწყებ.
მე მინდა მთელს მსოფლიოს გავუზიარო ჩემი გრძნობები და განცდები და სწორედ ამაში გამოიხატება ჩემი საქციელი (სვირინგი).
– ფრანცისკო. Apple-ის ფანატი, პორტუგალია
ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა, ფრანცისკო მარტოა ამ საკითხში, თუ სხვებმაც გადადგეს ასეთი ნაბიჯი? არა, მარტო არ ყოფილა და კიდევ მოიძებნებიან ასეთივე ფანატები მსგავსი სვირინგებით.
წყარო: cult