როგორც ჩანს, Nokia-ს ხელმძღვანელობა Microsoft-ისაგან რაღაც-რაღაცეებს სწავლობს: თქვი რაიმე დებილობა კონკურენტებზე, რომლებიც აუცილებლად ხურდის სახით პასუხს დაგიბრუნებენ. მარტივად რომ ვთქვათ, Nokia ტროლავს, თან მსუყედ. ნილს მუნკსგაარდმა (Niels Munksgaard), Nokia-ს პორტფოლიოს, მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა შემდეგი სახის სიბრძნე დააბრეხვა:
„ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს მობეზრდათ iPhone. iPhone უკვე ყველას აქვს“, — ამბობს ნილსი. — „ამის გარდა, ძალიან ბევრს არ მოსწონს Android მისი სირთულის, აგრეთვე უსაფრთხოების პრობლემების გამო. აქედან სრულიად ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ახალგაზრდობა სულ უფრო ხშირად იყენებს Windows Phone პლათფორმას“.
Nokia Lumia 800 საკმაოდ კარგი ტელეფონია, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია მხოლოდ მასზე დაყრდნობით დაიწყოთ iPhone-ისა და Android-ის ძაგება? Windows Phone — უბრალოდ სხვა პლათფრომაა და არა საუკეთესო საოპერაციო სისტემა.
წყარო: techcrunch.com
P.S. სად შოულობს Nokia ასეთ ძლიერ მოსაწევს?