Apple Store მაღაზიათა ქსელში, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მთავარი მაღაზია მაინც არ არის. არის განახლებული კუბი მეხუთე ავენიუზე. არის შანხაის მაღაზია, რომლის თავზე გიგანტური ცილინდრი არის წამოჭიმული Apple-ის ლოგოთი. არის Apple Company Store, რომელიც კომპანიის ცენტრალურ ოფისშია განთავსებული. და არის არაჩვეულებრივი მაღაზია ნიუ-იორკის ცენტრალური ვაგზლის შენობაში.
სულ ახლახანს გახსნილი მაღაზიის ფოტო-გალერეა ხელმისაწვდომია Apple-ის ვებ-გვერდზე. გარდა 13 ჩვეულებრივი ფოტოსი, Safari ბრაუზერის მომხმარებლებს შეუძლიათ იხილონ 360° პანორამული სურათი.
Apple პირველად ამატებს ასეთ სურათს Apple Store-ს გალერეაში. საინტერესოა, იქცევა, თუ არა ეს ტრადიციად…
წყარო: apple.com