სიახლეები

სტივ ჯობსს Intel-ზე გადასვლა ხუთი წლით ადრე უნდოდა

104views

ზუსტად ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ჩერჩილ-კლუბში გამართულ ღონისძიებაზე მიღებული დასკვნა. მოწვეულთა სიაში ლეგენდარული ადამიანები იყვნენ: ჟან-ლუი გასე (Jean-Louis Gassée, მაკინტოშების მიმართულების ხელმძღვანელი 80-იან წლებში), ენდი ჰერცფილდი (Andy Hertzfeld, პირველი მაკის შექმნელთა ჯგუფის მოწინავე დეველოპერი), ბილ ატკინსონი (Bill Atkinson, MacPaint და HyperCard ავტორი) და ლარი ტესლერი (Larry Tesler, Xerox Parc-იდან გადმობარგდა Apple-ში იმავე დროს, მთავარი სამეცნიერო ხელმძღვანელი კუპერტინოში). ზუსტად რომ ამ უკანასკნელმა მოგვითხრო უცნობი ფაქტები Third Transition-ის შესახებ (პროცესორის გამოცვლის პროცედურა), რაც 2005 წელს მოხდა და ამ დროს Apple გადავიდა Intel-ის ჩიპებზე:

— ჩვენ რამდენიმე წელი ვცდილობდით Mac OS-ის პორტირებას Intel-ზე, მაგრამ სამანქანო კოდის სიდიდის გამო ეს ამოცანა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მოწინავე ინჟინრები (ჩემი ჩათვლით) რეკომენდაციას ვიძლეოდით ჯერ საოპერაციო სისტემის მოდერნიზაცია მოგვეხდინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაგვეტანა Intel-ზე. ხოლო როცა გასაგები გახდა, რომ ესეც არ შეგვეძლო, გადავწყვიტეთ შეგვეძინა ოს-ი მთლიანად — ჩვენ სრულიად გვაკმაყოფილებდა BeOS, ან NeXT.

დანარჩენი პრინციპში უკვე ცნობილია: 1996 წლის დეკემბერში ჯობსის კომპანია NeXT შეერწყა პრაქტიკულად გაღატაკების პირამდე მისულ Apple-ს, თუმცაღა მოდერნიზირებული Mac OS-ის კომერციული ვერსია მხოლოდ 2001 წელს გამოვიდა. Intel-ვერსია საერთოდ 2005 წელის ივნისში გამოვიდა, თუმცა ჯობსი თავიდან მესამე გადასვლას ხუთი წლით ადრე გეგმავდა. არ გამოვიდა, თუმცა ამ ნაპოლეონის გეგმებზე ცნობილი გახდა WWDC 2005-ზე — მოკლე, საიდუმლო ფრაზის სახით:

წყარო: Forbes

Comments

comments

Leave a Response