სიახლეები

გამოვიდა iOS 5.1 Beta და iTunes 10.5.2

292views

გუშინ გვიან ღამით Apple-ის დეველოპერთა პორტალზე გამოჩნდა iOS 5.1-ის მეორე ბეტა-ვერსია. ამჯერადაც ძველი შეცდომების გასწორება ხდება, პლუს ფოტონაკადის მოყვარულთათვის მცირე საჩუქარი.

როგორც სტივ ჯობსმა აღნიშნა ამ ზაფხულს WWDC-ზე, სურათები ფოტონაკადიდან არ იკავებენ დისკურ სივრცეს iCloud-ში. შესაბამისად არ არსებობს მათი წაშლის საჭიროება… სანამ ფოტოების რაოდენობა ძალიან არ გაიზრდება. რაღაც მომენტში უკვე შეუძლებელი ხდება სურათების ამ რაოდენობაში გარკვევა და გიჩნდება სურვილი წაშალო რამდენიმე ფოტო, მაგრამ ვერ შეძლებ — წაშლის ღილაკი არ არსებობს. არ არსებობს ახლა, მაგრამ იქნება 5.1 ვერსიაში. წაშალეთ ფოტო ერთ მოწყობილობაში და ის წაიშლება ყველგან.

ახლა ვისაუბროთ iTunes 10.5.2-ზე. დიახ, ის გამოვიდა. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია Apple-ის ვებ-გვერდიდან. ცვლილებები ცოტაა, უფრო სწორედ აი ეს:

iTunes 10.5.2 შეიცავს გაუმჯობესებას iTunes Match-ისათვის და ასწორებს ხმის დამახინჯების პრობლემას ზოგიერთი კომპაქტ-დისკის დაკვრის, ან ჩაწერის დროს.

წყარო: macrumors

Comments

comments

Leave a Response