სიახლეები

Little Printer, მინი გაზეთებისათვის

246views

თქვენს წინაშეა — მინატურული პრინტერი, რომელსაც კუბის ფორმა აქვს. ეს პრინტერი რეგულარულად დაგიბეჭდავთ თქვენს პერსონალურ მინი-გაზეთს. ამ გაზეთისათვის მასალების შერჩევა თქვენ შეგეძლებათ iPhone-იდან. აი ასე.

თავიდან მოდი ვნახოთ ვიდეო-რგოლი. შემდეგ გავერკვეთ აპარატის დეტალებში.

მაშასადამე, თქვენ ყიდულობთ პრინტერს და უერთებთ სახლის უსადენო ქსელს. Little Printer-ს არ გააჩნია ავტონომიური კვება, ამიტომ მუდმივად უნდა იყოს მიერთებული დენის წყაროსთან. შემდეგ iPhone-ში აყენებთ სპეციალურ აპლიკაციას და მისი საშუალებით ირჩევთ, თუ რა უნდა დაიბეჭდოს გაზეთში.

მოდით ვისაუბროთ მასალებზე. რა მასალებზეა საუბარი? სიახლეები, შეხსენებები, თავსატეხები, ინფორმაცია მეგობრებისაგან, ამინდის პროგნოზი და ა.შ.

მასალებზე გავერკვიეთ. აიფონიდან ღუბლის გავლით გაზეთის ნომერი იგზავნება Little Printer-ზე და იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე. მოწყობილობის ქვედა ნაწილში არის ქათერი — როგორც სალარო აპარატზე.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითვა, რა საჭიროა ამდენი წვალება, როდესაც ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სმარტფონში? იცით, ხშირად არის სიტუაცია, როდესაც ინფორმაცია ქაღალდიდან უფრო კარგად აღიქმევა, ვიდრე ნებისმიერი ეკრანიდან. მოდით ვნახოთ ფოტოები:

წინასწარი შეკვეთები Little Printer-ზე 2012 წელს დაიწყება.

წყარო: berg cloud via tuaw

Comments

comments

Leave a Response