როგორც დღეს გახდა ცნობილი, საფრანგეთის სასამართლომ უარყო Samsung-ის სარჩელი ქვეყანაში iPhone 4S-ის გაყიდვების აკრძალვის შესახებ. პრეტენზიის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ Apple-ის ახალ მოწყობილობაში თითქოსდა გამოიყენებოდა ისეთი დაპატენტებული ტექნოლოგიები, რომლებსაც ამერიკული კომპანია არ ფლობდა. კერძოდ საკითხი ეხება დიზაინის ელემენტებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და აპარატის 3G-ქსელებში მუშაობის პრინციპებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, Samsung-მა Apple-ს უნდა გადაუხადოს სასამართლო წარმოების ღირებულება 100 000 ევროს ოდენობით.
პარადოქსი იმაშია, რომ Apple-ისა და Samsung-ის სასამართლო დავა მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ ეს ორი კომპანია პარტნიორები არიან: სამხრეთ კორეული კომპანია სიდიდით მეორეა Apple-ისათვის მაკომპლექტებელი ნაწილების მომწოდებელთა სიაში.
წყარო: technologyspectator.com.au