Apple-ის მობილური გაჯეტები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელთა შორის. ამას ამტკიცებს ჭორების სიმრავლეც, რომლებიც სულ უფრო მეტი ჩნდება რომელიმე მოწყობილობის განახლების მოლოდინში. იგივე ხდება შემდეგი თაობის iPad-ებთან მიმართებაში.
როგორც გვატყობინებს Business Insider დარგობრივ წყაროებზე დაყრდნობით, Apple-ს არ გააჩნია რაიმე ტექნოლოგიური წინააღმდეგობა iPad 3-ის მასობრივი გამოშვებისათვის უკვე თებერვალში.
ადრე მოიაზრებოდა, რომ iPad 3 მარტში გამოვიდოდა. ამასთან თუ ტენდენციას გავადევნებთ თვალს, სულ პირველი iPad გამოჩნდა 2010 წლის აპრილში, iPad 2 — 2011 წლის მარტში. შესაძლოა, თებერვლის რელიზის ვადა დაკავშირებულია არა გაყიდვებთან, არამედ Foxconn-ის ქარხნიდან საწყობებში გადატვირთვასთან.
როგორც მოსალოდნელია, ვაშლოვანის ტაბლეტის მესამე თაობა Retina-ეკრანით იქნება აღჭურვილი, რომლის გარჩევადობა ოთხჯერ მეტია, ვიდრე ახლანდელი მოდელისა — 2048×1536 წერტილზე. ასეთი სახის ეკრანი პირველად შარშან iPhone 4-ზე ვიხილეთ. მისი განმასხვავებელი ნიშანი გახლდათ პიქსელების მაღალი სიმჭიდროვე, შესაბამისად შეუძლებელია ამ წეტილების შეუიარაღებელი თვალით დანახვა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, iPad 3-ის ეკრანს საფუძვლად უდევს არა IPS-ტექნოლოგია, არამედ IGZO-პანელი (ინდიუმი, გალიუმი, თუთია): ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნილ ეკრანებში პიქსელების სიმჭიდროვე 330 აღევს კვადრატულ გოჯზე, ამავდროულად აღარ არის საჭირო ორნათურიანი განათება, ხოლო ენერგომოხმარება უახლოვდება OLED-ეკრანებს.
წყარო: businessinsider.com