სიახლეები

iBooks განახლდა 1.5 ვერსიამდე

125views

რომ იტყვიან, თემა გასაგებია. ცვლილებების სია ხუთი სტრიქონისაგან შედგება. პირველი და მთავარი სიახლე გახლავთ „ღამის“ თემის დამატება (თეორიულად სრულ სიბნელეში უნდა გაგიადვილდეთ კითხვა).

ამ „გრანდიოზული“ სიახლის ფონზე დანარჩენი ოთხი რაღაც ისე ვერ გამოიყურება: გაფართოვდა ჩადგმული შრიფტების ასორტიმენტი (დაემატა შემდეგი გარნიტურები Athelas, Charter, Iowa და Seravek), ფერთა პალიტრა უფრო მოსახერხებელი გახდა, წიგნების ყდები არაჩვეულებრივად ლამაზი გახადეს და დაემატა სრულეკრანიანი რეჟიმის ჩამრთველი.

პრინციპში, სულ ესაა.

წყარო: App Store

Comments

comments

Leave a Response