სიახლეები

Appblaster — გადავაქციოთ iPhone იარაღად

120views

თუ თქვენს ბავშვს უყვარს ომობანას თამაში და თანაც კომპიუტერში, მაშინ მისი ეკრანიდან აგლეჯვა ალბათ ამ სათამაშოთი გახდება შესაძლებელი. APPTOYZ გვთავაზობს მსოფლიოში პირველ ინტერაქტიულ იარაღს, რომელიც Apple-ის მოწყობილობას უერთდება.

იარაღი თავსებადია ისეთ მოწყობილობებთან, როგორიცაა iPod Touch და iPhone. უფასო აპლიკაციებისა და კამერის მეშვეობით შესაძლებელი ხდება მყუდრო ბინიდან ვირტუალურ ბრძოლის ველზე გადანაცვლება, რათა შევაჩეროთ უცხოპლანეტელთა შემოსევა!

AppGun-ს გააჩნია უნიკალური გაორმაგებული ტრიგერი სენსორული ეკრანებისათვის, რომელიც ორჯერ აუმჯობესებს თამაშის პროცესს. იარაღი ადვილი გასამართია და მყარად იჭერს iPhone/iPod-ს სამაგრში. ლულის ზემოთ აწევით ხდება იარაღის „გადატენვა“.

სათამაშოს ფასი ოფიციალურ საიტზე მითითებულია 19.99 გირვანქა სტერლინგი.

მე მგონი კარგი საჩუქრია ბავშვისათვის საახალწლოდ, რას იტყვით?

წყარო: APPTOYZ

Comments

comments

Leave a Response