ნოემბრის ბოლოს აშშ-ს საპატენტო ბიურომ მოაწყო ძალიან ეფექტური გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სტივ ჯობსის გამოგონებებს. გავიდა ორიოდე კვირა და კომპიუტერული ისტორიის მუზეუმმა, რომელიც განთავსებულია მაუნთინ-ვიუში, ასევე გახსნა ექსპოზიცია იგივე შინაარსით. აქ მაშტაბი უფრო პატარაა, სამაგიეროდ ექსპოზიცია ინტერნეტშია გამოფენილი და მუდმივი ხასიათი ექნება.
computerhistory.org/highlights/stevejobs/
ზემოაღნიშნულ მისამართზე თქვენ ნახავთ ჯობსის მოკლე ბიოგრაფიას, რომელიც გაჯერებულია მეგობრების, კოლეგებისა და ახლობლების კომენტარებით, აგრეთვე იხილავთ ნაკლებად ცნობილ ფოტოებს და ვიდეოს. ამ უკანასკნელთა შორის უნდა აღინიშნოს ჩანაწერი (188 მბაიტი), რომელიშიც სტივი Apple II-ის პრეზენტაციას აკეთებს. ჩანაწერი 1980 წლით თარიღდება (ეს ჩანაწერი მეც კი არ მქონდა!).
უნდა ავღნოშნოთ, რომ გეოგრაფიულად მუზეუმი განთავსებულია Apple-ის შტაბ-ბინიდან საკმაოდ ახლოს. მის არქივებში ინახება ასობით ათასი IT-არტეფაქტი, მათ შორის სამი ათასი მკვეთრად Apple-ის მიმართულებისაა. მაგალითად, მაკინტოშის პირველი ბიზნეს-გეგმა და Apple-ის სადამფუძნებლო დოკუმენტები.
თუ კალიფორნიაში მოხვდებით, აქ შეიარეთ.
წყარო: The Computer History Museum