სიახლეები

JP Morgan: Apple-ის ხელმძღვანელობა არ არის შეშფოთებული Kindle Fire-ის პოპულარობით

116views

გავრცელებული მოსაზრების სანაცვლოდ Apple-ის ხელმძღვანელობა არ ხედავს მისი ეკოსისტემისათვის რაიმე საფრთხეს Amazon Kindle Fire-ისაგან. უფრო მეტიც, კუპერტინოში თვლიან, რომ ეს მოწყობილობა კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოუზიდავს Apple-ს.

გასულ კვირას JP Morgan-ის ანალიტიკოსი მარკ მოსკოვიცი შეხვდა Apple-ის მეთაურს, ტიმ კუკს და მთავარ ფინანსიტს პიტერ ოპენჰეიმერს. შეხვედრის დროს მათ განიხილეს Apple-ის გრძელვადიანი პერსპექტივები, მისი მდგომარეობა ბაზარზე და ასევე განთვითარების შესაძლო გზები. უკვე შეხვედრის შემდეგ მოსკოვიცმა დაასკვნა Apple-ის მხრიდან შეშფოთების არარსებობის შესახებ Amazon-ის პლანშეტებთან მიმართებაში:

— საქმე საქმეზე რომ მიდგეს, Apple განიხილავს Kindle Fire-ს მოწყობილობად, რომელსაც შეუძლია მიიზიდოს მომხმარებელები პლანშეტების ბაზარზე… ხოლო უკვე შემდგომ ეს მომხმარებლები გადმოვლენ უფრო სერიოზულ მოწყობილობაზე, მდიდარი მედია-შესაძლებლობებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა კუპერტინოში არ შეიგრძნობა რაიმე სერიოზული ზეწოლა ბიუჯეტური პლანშეტების მხრიდან.

ასევე უნდა აღინიშნოს ნაღდი ფულის უზარმაზარი მარაგები, რომელებიც Apple-ს გააჩნია (80 მილიარდი დოლარი). მოსკოვიცის სიტყვებით, კომპანია არ აპირებს „მუთაქებში შეინახოს“ ეს ფული. თუმცა დივიდენდების გადახდის ნაცვლად ეს ფული იხარჯება ახალი მაღაზიების გახსნაში და ახალი პროდუქტების შემუშავებაში.

წყარო: jpmorgan.com

Comments

comments

Leave a Response