სიახლეები

Apple-ის წილი საოპერაციო სისტემებისა და სმარტფონების ბაზარზე

109views

Android OS-ს ბაზრის თითქმის 43% უკავია, მაშინ, როდესაც iOS-ს, მხოლოდ 28%, — ეს არის ყველაზე პოპულარული ფრაზა Google-ის საოპერაციო სისტემის უპირატესობის დასამტკიცებლად. დრეში ხდება 500 000 სმარტფონის გააქტიურება. ციფრები გონებას გვიბინდავს, პირდაპირ.

მაგრამ თუ საქმის არსს ჩავუღრმავდებით, ზემოთ მოცემული დიაგრამიდან დავინახავთ, რომ Android OS-ში ლიდერები შემდეგნაირად გადანაწილდა: HTC-ს ეკუთვნის 15%, Motorola-ს — 10,4%, ხოლო Samsung-ს 10,1%.

ოთხი თვის წინ გადანაწილება ცოტა სხვა იყო: Android-ის წილი იყო 39%, აქედან HTC  14% (↑), Motorola – 11% (↓), Samsung – 8% (↑).

ახლა კვლავ მივაპყროთ ყურადღება iOS-ს, რომელსაც ბაზრის 28% უკავია. აქ სეგმენტში მხოლოდ ერთი მოთამაშეა — Apple თავისი ტელეფონის 4 მოდელით. მას უპირსპირდება რამდენიმე ათეული მოწინააღმდეგე მწვანე რობოტის ემბლემით, რომელთა ცხოვრების გზა ფრიად ხანმოკლეა, დაახოლებით 2 წელი, რის შემდეგაც მწარმოებელი „იკიდებს“ კონკრეტულ მოდელს და მის საოპერაციო სისტემას აღარ აახლებს.

Apple კი აგრძელებს iPhone 3GS-ის მხარდაჭერას, რომელიც უკვე 3 წლისაა და რომლისთვისაც ხელმისაწვდომია iOS 5-ის განახლებები. კომპანიის მქკ უმაღლესია! შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ სიტუაცია სტივის პირმშოსათვის სასარგებლოდ არ წარიმართოს, მაგრამ ახლა მსოფლოში საუკეთესო მობილური საოპერაციო სისტემა გახლავთ iOS 5. აიფონების 4 მოდელით კუპერტინოელები მოწინააღმდეგეთა დიდ არმიას იგერიებენ.

ნამდვილი სპარტელები არიან.

წყარო: nielsen

Comments

comments

Leave a Response