სიახლეები

„One More Thing“ ფანატის მკლავზე

323views

Apple-ის გაჯეტების ზოგიერთი მომხმარებლის ფანატიზმი გასაოცარი და შემაშფოთებელიცაა ერთდროულად (მე პირადად არც მაოცებს და არც მაშფოთებს — მეც ეგეთი ვარ). დღეს კიდევ ერთი ასეთი ადამიანი მინდა გაგაცნოთ, რომელიც მზადაა თავი შესწიროს საყვარელ კომპანიას.

ამრიკული საიტის CultOf Mac ფორუმის წევრმა სახელად პასკუალი, სვირინგი გაიკეთა მკლავზე. ეს გახლავთ სტივ ჯობსის განთქმული ფრაზა: „One More Thing“. სწორედ ამ ფრაზით იწყებდა სტივი თავისი პრეზენტაციის ყველაზე საინტერესო ნაწილს.

მე ავირჩიე „One More Thing“ იმიტომ, რომ ამ ფრაზას რამდენიმე მნიშვნელობა გააჩნია. რაღაცა დროის შემდეგ Apple-ის მხოლოდ ნამდვილ და ჭემარიტ გულშემატკივრებს ეცოდინებათ ამ ფრაზის წარმოშობის წყარო. მე ავსტრალიაში ვცხოვრობ, ეს ფრაზა ადგილობრივ ტატუ-სალონში გავიკეთე. ხალხი ფიქრობს, რომ მე გავგიჟდი, მაგრამ მათ არ მიუღეწვიათ იმისთვის, რასაც სტივმა მიაღწია. ის ჩემთვის ერთ დონეზეა ალბერტ აინშტაინის, ალფრედ ჰიჩკოკის და მრავალი სხვა დიადი ადამიანის გვერდით, რომლებმაც ჩვენს აზროვნებაში რევოლუცია მოახდინეს.

დიახ, სტივ ჯობსის გენიალობაზე კამათი უაზრობაა, ამ ფაქტის აბსოლუტურობის გამო. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად გონივრული იყო ამ ახალგაზრდის ქმედება და ამ სვირინგის გაკეთება.

წყარო: cofm

Comments

comments

Leave a Response