Samsung Electronics და Lenovo Group დაემატნენ Amazon-თან ერთად იმ კომპანიების ჯგუფს, რომლებმაც გადაწყვიტეს გაავსონ ბაზარი იაფფასიანი პლანშეტებით და გადაფარონ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ტაბლეტის, iPad-ის პოპულარობა.
ორ ათეულზე მეტი პროდუქტი, Galaxy Tab 7.0, IdeaPad A1 და Nook Tablet-ის ჩათვლით 30%-80% ფასდაკლებით იყიდება, მაშინ როდესაც iPad-ის ფასი 499 დოლარიდან იწყება.
ამ ტაბლეტების მწარმოებლები მათში ამატებენ ახალ ფუნქციებს, რომლებიც ადრე მხოლოდ ძვირად ღირებულ მოდელებში იყო ხელმისაწვდომი. ეს იმისათვის კეთდება, რომ შეიქმნას iPad-ის იაფფასიანი კონკურენტები. მაგრამ ძირითადი პრობლემა შეექმნებათ არა კუპერტინოელებს, არამედ ელექტრონული წიგნებისა და ნეტბუკების გამყიდველებს.
კონკურენტების მიზანია Apple-ის გაყიდვების გადაფარვა, რომელმაც 2015 წელს შესაძლოა 77,4 მილიარდი დოლარი შეადგინოს.
მომხმარებლები ძალიან მგრძობიარენი არიან ფასისადმი. მაგრამ ნებისმიერი გაჯეტი, იმისათვის რომ გაყიდვადი გახდეს, დაბალი ფასის გარდა ფუნქციონალურიც უნდა იყოს. უდავოა, კონკურენციის თვალსაზრისით ყველა მათგანი iPad-ზე დაბალი ხარისხისაა, მაგრამ მაინც იაფი პლანშეტები ბაზრის ნაწილს გადაქაჩავენ თავის მხარეს.
– ჩარლი ვოლფი, Needham & Ко, ანალიტიკოსი
წყარო: bw