სიახლეები

რატომ ჯობია, რომ App Store დახურული იყოს

75views

Apple დიდი გულისყურით ეკიდება App Store-ის შევსების საკითხს. თუ რამე არ მოგწონს, ეგრევე Android Market-ისაკენ მიგითითებენ. ამ უკანასკნელში კი იმის შანსი, რომ უხარისხო პროგრამას წააწყდებით, დიდია, მაგრამ ასევე არაა გამორიცხული ისეთი სიტუაცია, როდესაც უვნებელი პროგრამის სახით ჩამოტვირტავთ ტროას ცხენს და ანგარიშიდან ფულის აორთქლებაც დაიწყება. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ iOS-ი ამ დროისათვის ყველაზე დაცული მობილური პლათფორმაა. ხოლო „ანდროს“ კვლავ პრობლემები აქვს უსაფრთხოების საკითხში.

iOS-ისაგან განსხვავებით, რომლის ნებისმიერი შეცდომა საზოგადოების ფართო მასებისათვის ხდება ცნობილი, Android-ში სავსეა პატარა და დიდი „ხვრელები“, რომლებზეც თუნდა მთელი დღე შეგვიძლია ვისაუბროთ. კვლევა, რომელიც ჩაატარა Juniper Global Threat Center-მა, ადასტურებს ვირუსული პროგრამების გავრცელებას Android Market-ში. აპლიკაციების მაღაზიის უსაფრთხოების დონე დღითიდღე კლებულობს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მავნე პროგრამების გავრცელებამ 472 პროცენტი შეადგინა.

Market-ში ჩაშვებულ პროგრამას წესივრად არავინ არ ამოწმებს. სანამ Google მკაცრ ცენზურას არ შემოიღებს აპლიკაციების დამატების პროცესში, უსაფრთხოების რაიმე სერიოზულ დონეზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება.

აბსოლუტურად საპირსპირო სიტუაციაა iOS-ში. Apple ზედმიწევნით ამოწმებს თითოეულ აპლიკაციას, ხშირად გადასაკეთებლად უბრუნებს ავტორებს მათ. ეს უზრუნველყოფს პლათფრომის თითქმის 100% უსაფრთხოებას. თუმცა ადამიანური ფაქტორი აქაც მოქმედებს. სულ ახლახანს ჰაკერმა ჩარლი მილერმა გამოაქვეყნდა სრულფასოვანი ტროას ცხენი App Store-ში, ხოლო შემდეგ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა 10-10 დოლარი გადაიხადა პროგრამაში Jailbreak, რომელიც რეალურად არაფერს აკეთებდა. ორივე შემთხვევაში საშიშროება ლიკვიდირებული იქნა უმოკლეს ვადაში.

წყარო: ai

Comments

comments

Leave a Response