სიახლეები

10.7-ის უცნობი ფუნქციები

159views

დღეს შემოგთავაზებთ 10.7-ის იმ ფუნქციების ჩამონათვალს, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაში არაა მოხსენებული და შეიძლება საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდეს მომხმარებლისათვის:

სწრაფი წვდომა დოკიდან:

დოკზე განლაგებული ზოგიერთი აპლიკაციების ხატულაზე მარჯვენა დაწკაპუნებით შეიძლება აპლიკაციების ზოგიერთ ფუნქციასთან და ბოლოს გამოყენებულ დოკუმენტებთან სწრაფი წვდომა, რომელიც სხვა შემთხვევაში მოითხოვს ფაინდერიდან კონკრეტული ფაილის მოძებნას, ან თვითონ აპლიკაციის გახსნას.

System Preferences-ზე მარჯვენა წკაპით გაიხსნება მენიუ ყველა ფუნქციით.

იმეილზე დაწკაპუნებით გაიხსნება ძირითადი ფუნქციების პანელი.

Numbers, Pages, Keynote-ზე მარჯვენა წკაპით შეგეძლებათ ბოლოს გამოყენებული დოკუმენტების ნახვა და გაშვება.

დოკიდან მანიპულაციები ასევე მოქმედებს სხვა, მესამე მხარის აპლიკაციებთანაც, როგორებიცაა  PaintBrush, LiveQuartz, Pixelmator, ArtText 2 და სხვები.

 საქაღალდის სწრაფად შექმნა და ფაილების მოთავსება მასში:

სტანდარტული პროცედურა  ფაილების ახალ საქაღალდეში მოთავსებისა არის შემდეგი: ქმნით ახალ საქაღალდეს, არქმევთ სახელს, ხოლო შემდეგ სასურველ ფაილებს ათავსებთ მასში. 10.7-ში ამის გაკეთება უფრო მოკლე გზით შეიძლება, თუკი სასურველი ფაილები ერთ ადგილას არის მოთავსებული (მაგალითად დესკტოპზე): მონიშნეთ ფაილები და მარჯვენა დაწკაპუნებით მენიუში აირჩიეთ New Folder with Selection, რის შემდეგაც იქვე გაჩნდება საქაღალდე მასში მოთავსებული მონიშნული ფაილებით.

Comments

comments

Leave a Response