მინიმალურად განახლებული iPhone-ის ვერსიის გამოსვლა ბევრი ანალიტიკოსის მიერ აღიქმებოდა, როგორც წამგებიანი სვლა უსასტიკესი კონკურენციის პირობებში Android-ის მხრიდან. მაგრამ როგორც ჩანს, Apple-ს სხვა გზა არ ჰქონდა. და მაინც, დრო ყველაფრის მკურნალია. ბევრი, ვინც იმედგაცრუებული დარჩა ახალი მოდელით, მაინც ახალ მოდელს ირჩევს.
აშშ-ს უმსხვილეს ოპერატორებს კვლავაც პრობლემა აქვთ ყველა მყიდველის ტელეფონით დაკმაყოფილების საკითხში. ამის შესახებ მოგვითხრობს The Wall Street Journal, რომელმაც გაარკვია, რომ Verizon Wireless-ის კლიენტები სამი კვირის განმავლობაში დგანან რიგში ახალი iPhone-ისათვის. სხვა ოპერატორებთანაც არაა უკეთესი სიატუაცია. AT&T-ში საშუალოდ 21 დღე უნდა ელოდოთ ახალ ტელეფონს, ხოლო Sprint-ში — ორი კვირა.
კვლავაც პროგნოზები არ გამართლდა და რეალობა სულ სხვა გახლავთ. ახალი სმარტფონის წარმატებაში უკვე აღარავის არ ეპარება ეჭვი. Apple-ისათვის ყველაზე პერსპექტიულ ბაზარზე iPhone 4S-მა ნამდვილი ფურორი მოახდინა. აზია სულ უფრო მეტად მნიშვნელოვან რეგიონად იქცევა Apple-ისათვის.
წყარო: ai