სიახლეები

ჭორების ახალი პორცია: iOS 5.0.2 და iOS 5.1

80views

როგორც გერმანული საიტი, macerkopf.de გვატყობინებს, სულ მალე მოსალოდნელია iOS 5-ის განახლების მიღება. ამჯერად 5.0.2 ვერსიისა.

გერმანულ საიტზე ეს ინფორმაცია გამოჩნდა საიტზე Macerkopf, სადაც მოცემულია ფრიად მწირი დეტალები ამ განახლების შესახებ: გასწრდება აკუმულატორის პრობლემები. ამის გარდა ამავე საიტზე მოცემულია კიდევ უფრო მწირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ 5.1 განახლებაში: ეს გახლავთ Siri-ს მაშტაბური განახლება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სრულიად გამოვიყენოთ ტელეფონის აპარატურული შესაძლებლობები.

Siri ახალი განახლებით შეძლებს: გადაიღოს ფოტო, გადაიღოს ვიდეო, ჩართოს Wi-Fi, ან გამორთოს Bluetooth-ი.

5.0.2 განახლების სავარაუდო გამოსვლის თარიღი შემდეგ კვირას იქნება.

წყარო: Macerkopf

Comments

comments

Leave a Response