Apple-ის მომავალზე მოჭორავენი ხშირად უკიდურესობაში ვარდებიან. ერთნი ამტკიცებენ, რომ კომპანია მალე მთლიანად დაივიწყებს სტივის მიერ შემოღებულ წეს-ჩვეულებებს. მეორენი ფიქრობენ, რომ ტიმ კუკი შეუცვლელად გააგრძელებს ჯობსის გზას. არც ერთნი და არც მეორენი მართლები ბოლომდე არ არიან. Apple იცვლება. უკვე შეიცვალა.
ადრე კომპანიებს უჭირდათ Apple-თან კონტაქტის დამყარება. სტივ ჯობსი მზად იყო ბევრი რამე დაეთმო მომხმარებელბის საამებლად, მაგრამ თითს თითზე არ დაადებდა პარტნიორების გულისათვის. სხვა კომპანიების დირქტორებს სტივი „orifices“ ეძახდა, რაც ითარგმნება როგორც „ნახვრეტი“. ამას ასე ხსნიდა:
Fortune 500-ის სიაში 500 მამაკაცი და ქალია CIO-ს თანამდებობაზე, რომლის გავლითაც უნდა „გაიარო“.
სხვა საქმეა — ტიმ კუკი. მისი როლი ძლიერდებოდა იმის და მიხედვით, რაც სტივი მას უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში:
[კუკი] ხშირად ხვდებოდა კორპორატიულ კლიენტებს და როგორც ჩანს, კარგად შეეძლო მათი სურვილების შეფასება, ამასთან სრულიად იზიარებდა ჯობსის შეხედულებებს. ის კიდევ თვლიდა, რომ პრიორიტეტი მომხმარებელსბ უნდა ჰქონოდათ.
თუ დავუჯერებთ კორპორატიულ კლიენტებს, Apple [კვლავ] არ უარყოფს, რომ პრიორიტეტი მომხმარებლების მხარეზეა. მაგრამ ისინი აგრეთვე ამბობენ, რომ კომპანიასთან მუშაობა ბოლო წლებში გაადვილდა, ვინაიდან Apple თავის მოწყობილობებში ამატებს ბიზნესისათვის საჭირო ფუნქციებს.
— ნიკ უინგფილდი, The New York Times
გამოდის, რომ კუკისა და ჯობსის აზრთა შორის სხვაობას შეგვიძლია დავუმატოთ პარტნიორებთან ურთერთქმედების პოლიტიკა. ამასთან ის ფაქტიც, რომ ახლა კუკს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს. ცოტაც და შესაძლოა კორპორატიული მალ-რევოლუციაც მოხდეს.
წყარო: appleinsider.com