ყველა დროში Apple ცდილობდა არ ყოფილიყო დამოკიდებული სხვა კომპანიებზე. თქვენ გაქვთ ტელეფონი ეფლისაგან, მათივე კომპიუტერი, მუსიკალური დამკვრელი და პროგრამული უზრუნველყოფა. მაგრამ როდესაც სარგებლობთ ფიჭური კავშირგაბმულობით, Apple არაფერ შუაშია. ზარები, სმს-ები და მობილური ინტერნეტი — მთლიანად ოპერატორის დამსახურებაა. მარტივი ჭეშმარიტებაა, არა?
სტივ ჯობსისათვის — არა.
უსადენო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არის ასეთი ადამიანი, ჯონ სტენტონი. ის აშშ-ში ფიჭური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. ამასწინანდელ კორპორატიული სამართლის სემინარზე გამოსვლისას, სიეტლში, მან გაიხსენა სტივ ჯობსთან ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, 2005 წლიდან 2007 წლამდე სტენტონი სტივთან ერთად მუშაობდა.
მას სურდა შეეცვალა ოპერატორები. ჩვენ ბევრი დრო გავატარეთ საუბრებში ისეთ ოპერატორზე, რომელიც გამოიყენებდა Wi-Fi-ს. ასეთი იყო მისი ხედვა.
ოპერატორების შეცვლა. ვის უნდა მოსვლოდა თავში ასეთი იდეა? მხოლოდ სტივს. სამწუხაროდ, მისი ოცნება განუხორციელებელი აღმოჩნდა და 2008 წლისათვის ჯობსმა საბოლოოდ უარი განახადა ამ იდეაზე. მაგრამ.
მე რომ მობილური ოპერატორი ვიყო, შეშფოთებული ვიქნებოდი ძალაუფლების ცენტრის ჩანაცვლებით.
სტენტონი გულისხმობს იმას, რომ კუპერტინო კარნახობს ოპერატორებს პირობებს და არა პირიქით. ამის დამადასტურებელია — მრავალმილიარდიანი კონტრაქტი Apple-სა და Sprint-ს შორის. სტივმა ვერ შეძლო Apple-ის მობილურ ოპერატორად გადაქცევა. ამის მაგივრად მან დაიმორჩილა ბაზარი.
წყარო: macrumors