ცნობილი პორტალის, „Applidium“-ის დეველოპერებმა დღეს დილით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ შეძლეს Siri-ს დამცავი სისტემის სრულიად გაუვნებელყოფა. რაც საშუალებას მოგვცემს ავამუშავოთ ის ნებისმიერ მოწყობილობაზე: iPhone 4, iPad, Mac და ა.შ…
ადრე ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია Siri-ს გარსის სხვა ტელეფონზე ამუშავების შესახებ. ახლა Siri სრულფასოვანად გაუშვეს ნებისმიერ მოწყობილობაზე. მაგრამ Apple-ს არ ძინავს და ეს შეცდომა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოსწორდეს.
Applidium-ის ოსტატთა ეშმაკობა იმაში გამოიხატება, რომ ისინი იღებენ ნამდვილი iPhone 4S-ის UDID-ს და შეყავთ ის სხვა ტელეფონში. მაგრამ Apple-ის სერვერები ბრძანებებს ამუშავებენ მხოლოდ iPhone 4S-ისაგან. ამიტომ როგორც კი ნამდვილი ტელეფონი შევა ქსელში, Apple ამას დააფიქსირებს და შავ სიაში შეიტანს ტელეფონს. მოკლედ, 100% გარანტია აქაც არ არის.
წყარო: applidium.com