სიახლეები

ჰაეროვანი Macbook Pro, ჭორები არ ცხრება

50views

კალენდარზე ნოემბერია, ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ დროა დავუბრუნდეთ ჭორებს ახალი Macbook Pro-ს შესახებ. როგორც შევიტყვეთ, Apple-ის ჩინელმა კონტრაგენტებმა უკვე დაიწყეს მაკომპლექტებელი ნაწილების მიწოდება 15 გოჯიანი, ზეთხელი ნოუთბუკებისათვის. წინასწარი შეფასებით, ეს კომპიუტერები გაყიდვაში 2012 წლის მეორე კვარტალში გამოვა და მას დაერქმევა ან Macbook Pro, ან MacbookAir.

ისევე როგორც ადრე, ცალსახა პასუხი იმაზე, თუ რას გვიმაზდებს Apple, ჯერ არ გვაქვს. თუმცა Macbook Pro-ს რადიკალური რედიზაინის სასარგებლოდ მეტყველებს ცინცხალი სტატისტიკა: Macbook Air-ის ივლისის განახლების შემდეგ Apple-ის პროდუქტებში მისმა ხვედრითმა წილმა 28%-მდე იმატა.

წყარო: Mac Rumors

Comments

comments

Leave a Response