სიახლეები

გამოვიდა განახლება iTunes 10.5.1, iTunes Match-თან ერთად

87views

Apple-მა პირველად დაარღვია ტრადიცია და გამოუშვა ახალი iPhone ოთხი თვის დაგვიანებით. iOS 5-ში ბევრი არასასიამოვნო შეცდომა იყო, მათი უმრავლესობა განახლებაში აღმოფხვრილია. აი iTunes Match-ი ერთი თვის დაგვიანებით გამოვიდა ამ დილით. მოკლედ, Apple-ში ხელისუფლების შეცვლა რთულად მიმდინარეობს. ახალი სერვისი iTunes-ის ახალ ვერსიაში, 10.5.1-შია ხლმისაწვდომი.

iTunes-ის ახალ ვერსიაში ახალი სერვისის გარდა გასწორებულია რამდენიმე შეცდომა. iTunes Match-ის შესახებ შემდეგი შეგვიძლია ვთქვათ:

iTunes Match საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო მეტად დაშორდეთ სამაგიდე კომპიუტერებს. ახალი სერვისის წყალობით შესაძლებელი ხდება მუსიკის შენახვა ღრუბელში, ეს წელიწადში 24.99 დოლარი დაგიჯდებათ. ამ ფასად Apple თავიდან აგაშორებთ წლობით ნაგროვები მუსიკის ატვირთვას — ის ტრეკები, რაც Apple-ს აქვს iTunes Store-ში, უბრალოდ დაემატება თქვენს ღრუბელოვან ბიბლიოთეკას.

ამგვარად, ასატვირთი დარჩება მხოლოდ ის, რას მუსიკალურ მაღაზიაში არ მოიძენება.

განახლება ხელმისაწვდომია apple.com-ზე და აგრეთვე ავტომატური განახლების სისტემიდან.

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response