სიახლეები

ვნებები iPhone-ის გარშემო ჰონ-კონგში

78views

მხიარულად ჩაიარა ჰონ-კონგში iPhone 4S-ის გაყიდვებისათვის მზადებამ: ჯერ კიდევ სამშაბათს ადგილობრივი App Store-ის წინ რიგში ჩამდგარმა მყიდველებმა ხელჩართული ორთაბრძოლა გაუმართეს რიგში შეპარულ სპეკულიანტებს.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სპელულიანტების განსადევნად პოლიციის ჩარევაც კი გახდა საჭირო. მაგრამ ისინი ბრუნდებოდნენ და ყველაფერი ხელახლა იწყებოდა. ეს ყველაფერი ხუთშაბათამდე გაგრძელდა, როდესაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მარაზიის თანაშრომლებთან ერთად ბოლო-ბოლო მოაწესრიგეს რიგი 1250 ადამიანისაგან. კიდევ დაახლოებით ორი ათასი ადამიანი რიგს გარეთ დასუნსულებდა.

საბოლოო ჯამში სიტუაცია სტაბილური გახდა: გაყიდვების დაწყება მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. შუადღისათვის ყველა ტელეფონი უკვე გაყიდული იყო.

წყარო: Apple Insider

Comments

comments

Leave a Response