სიახლეები

Logitech: Google TV გიგანტური შეცდომაა

71views

Logitech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუერინო დე ლუკამ განაცხადა, რომ კომპანია აღარ აპირებს გუგლის ანდროიდზე მომუშავე Google TV Revue -ის გამოშვებას და წყვეტს არსებული მოდელების წარმოებასაც. მან პროექტს უწოდა გიგანტური შეცდომა და თქვა, რომ შეიძლება მომავალში Google TV-ის რომელიმე თაობის მოდელი წარმატებული გახდეს, მაგრამ დღევანდელი სახით მას არანაირი შანსი არ აქვს.  მისი თქმით, გუგლმა იჩქარა დაუმთავრებელი საოპერაციო სისტემის  გამოშვება და ფაქტიურად ბეტა სტადიაში მყოფი პროდუქტით შეეცადა სატელევიზიო ბაზარზე რევოლუციის მოხდენას.  წინასწარი მონაცემებით, Logitech-მა გუგლის TV პროექტით 100 მილიონ დოლარამდე იზარალა.  დღეისათვის ანდროიდზე მომუშავე Google TV აპარატურის გამომშვებად მხოლოდ Sony რჩება, რომელიც საკმაოდ მძაფრ კონკურენციას განიცდის ისეთი კომპანიებისგან ანალოგიური პროდუქტებით, როგორებიცაა ეპლი Apple TV-ით, Roku  და Boxee. Google TV-ის ძირითად პრობლემებად იქცა მსხვილი ამერიკული სატელევიზიო არხებისგან ლიცენზიების არ ქონა,  მაღალი ფასი აპარატურაზე და საოპერაციო სისტემის ზოგიერთი გაუმართაობები.

წყარო

Comments

comments

Leave a Response