iOS-ის მეხუთე თაობის მფლობელთა თავის ტკივილი არ ცხრება. Apple-მა აღიარა პრობლემის არსებობის შესახებ და პირობა დადო, რომ უახლეს განახლებაში აღმოფხვრიდა პრობლემას. თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„ნიანგებს ვაფრთხობო და იმიტომაც არ არიანო, ძველი ანეგდოტია. აი სწორედ მასეა 5.0.1 განახლების საქმე. თუ iPad 1-ში განახლებამ საკმაოდ კარგი სიახლეები შეიტანა, ხოლო iPad 2-ში გაქრა Smart Cover-ის პრობლემები, ჩვენ, ქართველმა მოხმარებლებმა ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ სასურველი, ქართული კლავიატურა.
ამის გარდა, ყველაზე მძიმე საკითხი, აკუმულატორის სწრაფი დაცლა, ჯერ ისევ მოუგვარებელია. პირადად ჩემი iPhone 4 დაახლოებით 1,5 დღე ძლებს, მაშინ როდესაც ადრე 2-2,5 დღე ძლებდა.
ასე რომ, ჩვენ კვლავ ველოდებით მორიგ განახლებას.
წყარო: apple